10 საჩუქარი ადამიანისთვის, რომელსაც იმდენი ხანია იცნობ, რომ იდეები ამოგეწურა
ფოტო: On.ge
მართალია, ყოველი ახალი წელი ახალ მიზნებთან და სურვილებთან ასოცირდება, თუმცა ამ ყველაფერს ახლობელი ადამიანების გარეშე ხალისი სულაც არ აქვს. თუ მცირე და დიდი საჩუქრებით საყვარელი ადამიანების გახარებას შენც ყოველ ახალ წელს ცდილობ, მაგრამ იდეები ამოგეწურა, მარტო არ ხარ! ამ სტატიით შენს დახმარებას ვეცდებით, შემოთავაზებული საჩუქრების იდეებიდან კი შენი ახლობლის შესაფერისი თავად შეგიძლია შეარჩიო.
1. ერთადგილიანი ჰამაკი-სკამი ბუნების მოყვარული მეგობრისთვის
ფოტო: On.ge
თუ შენს ახლობელს ეზოში განმარტოება და ფიქრი უყვარს, ამ კომფორტული ჰამაკით მართლაც გაახარებ. ასე შეძლებს, რომ ბუნებაში მოკალათდეს, თან კი იფიქროს, წეროს ან საინტერესო წიგნები იკითხოს.
ფასი: 89,25 ₾ / დეტალურად ნახვა
2. კოსმეტიკური სარკე — მეგობრისთვის, რომლისთვისაც მაკიაჟი ყოველდღიური რუტინაა
ფოტო: On.ge
კოსმეტიკური სარკე ზედმეტი არასდროსაა, განსაკუთრებით მაკიაჟის მოყვარული ადამიანებისთვის. LED განათების მქონე 360°-ით მბრუნავ ორმხრივი სარკეში თავად რომ ჩაიხედავ, ჩუქებაც კი შეიძლება გადაიფიქრო!
ფასი: 160 ₾ / დეტალურად ნახვა
3. ძაღლის მოვლის ნაკრები — ახლობლისთვის, რომელსაც ცუგა ჰყავს
ფოტო: On.ge
თუ შენს ახლობელს ცუგა შვილივით უყვარს, ამ ნაკრებით ოთხფეხა მეგობრის მოვლის რუტინა გაუმარტივდება. მოვლის ნაკრებში ყველაფერია იმისთვის, რომ ცუგამ თითოეულ ჯერზე თავი მდიდრულ სალონში იგრძნოს.
ფასი: 86,90 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ამერიკული ანანასის ვისკი მსმელი მეგობრისთვის
ფოტო: On.ge
დაუვიწყარი მოგონებები სასმელთან ერთად იწყება ხოლმე, ასე რომ, რატომაც არა? თან დიდი შანსია, შენს ახლობელს ანანასის ვისკი ჯერ გასინჯული არ ჰქონდეს. შენთან ერთად თუ გახსნის, მთლად უკეთესი!
ფასი: 74,90 ₾ / დეტალურად ნახვა
5. მუცლის პრესის როლერი — მეგობრისთვის, რომელსაც ვარჯიში უყვარს
ფოტო: On.ge
იმის მიუხედავად, რომ ფორმის შენარჩუნება მუდამ გვინდა, ქართული საახალწლო სუფრის ცდუნებებს გვერდს ვინ აუვლის? თუ შენი ახლობელიც ამ ადამიანთა სიაშია, მუცლის პრესის როლერით ვარჯიშს სახლშიც შეძლებს და ნებისმიერი მოგზაურობის დროსაც თან წაიღებს.
ფასი: 36,40 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ხელის მოვლის ნაკრები — მეგობრისთვის, რომელსაც თავის მოვლის მრავალფეროვანი რუტინა აქვს
ფოტო: On.ge
როცა საქმე ხელების მოვლას ეხება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპისაა ჩვენი ყოველდღიური სამუშაო. ხელების მოვლას განსაკუთრებული ყურადღება და შესაბამისი საშუალებები სჭირდება. ეს ხელის მოვლის ნაკრები კი შენს მეგობარს ყოველდღიურ რუტინას გაუმარტივებს. რაც მთავარია, Grown Alchemist-ის ნაკრები ყველა ტიპის კანისთვის რეკომენდებულია.
ფასი: 121,1 ₾ / დეტალურად ნახვა
7. საკითხავი ლამპა წიგნის ჭია ახლობლისთვის
ფოტო: On.ge
წიგნის კითხვისას გადაღლილ თვალებს თუ შენც ხშირად იფშვნეტ, ამ ლამპის პრაქტიკულობას თავადაც კარგად მიხვდები. მეგობრისთვის კი ეს კომფორტული ლამპა წიგნის კითხვის პროცესს უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის.
ფასი: 66 ₾ / დეტალურად ნახვა
8. ავტომობილის მტვერსასრუტი მეგობარი მძღოლისთვის
ფოტო: On.ge
ავტომობილში სისუფთავის შენარჩუნება მუდამ ერთი დიდი თავის ტკივილია. ავტომობილის მტვერსასრუტი კი მეგობარს საშუალებას მისცემს, მანქანა მუდამ დაწკრიალებული ჰქონდეს და ამის გასაკეთებლად სხვაზე არ იყოს დამოკიდებული.
ფასი: 155 ₾ / დეტალურად ნახვა
9. ბამბის ნაყინის აპარატი ახლობელი ოჯახისთვის
ფოტო: On.ge
ბავშვობაში ბამბის ნაყინის აპარატზე ბევრჯერ გვიოცნებია, ახლა კი მეგობარ ოჯახსა და მათ პატარას ეს ოცნება შენ შეგიძლია აუხდინო! თუ ორიგინალური და დასამახსოვრებელი საჩუქარი გინდა, უკეთესს ბევრს ვერაფერს იპოვი.
ფასი: 188,18 ₾ / დეტალურად ნახვა
10. ჭადრაკი ჭიქებით — მეგობრისთვის, რომელიც ჭადრაკს სიმთვრალეშიც იგებს
ფოტო: On.ge
ჭადრაკის თამაშისას შენ მიერ ყველა ფიგურის მოკვლის შემდეგ მოწინააღმდეგე რომ ალკოჰოლურ სასმელს სვამდეს, მოგების შანსი გაგეზრდებოდა? ამის გაგებას ჭადრაკის ჭიქებით თამაშისას შეძლებ. ეს განსაკუთრებული ჭადრაკია, რომლის თითოეულ ფიგურაში საყვარელი სასმელი შეგიძლია ჩაასხა და ოპონენტს ისე შეუტიო. მოკლული ფიგურის პატრონი კი ზუსტად იმ ფიგურიდან სასმელს ბოლომდე ცლის!
ფასი: 140 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები