რა არის კარდიოვასკულური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის მოსახლეობაში
ფოტო: თოდუას კლინიკა
კარდიოვასკულური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია – ის საერთო სიკვდილობის 31% შეადგენს. ამ პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების 37% კი კორონარული არტერიების დაავადებაზე მოდის.
რა არის კარდიოვასკულური დაავადება, როგორია მისი განვითარების რისკ-ფაქტორები და როგორ ამოვიცნოთ ის? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის კარდიოლოგ თეა თორდიას მივმართეთ.
რა პათოლოგიებს მოიცავს კარდიოვასკულური დაავადებები?
კარდიოვასკულურ დაავადებებში შედის ცერებროვასკულური, პერიფერიული არტერიებისა და გულის რევმატული დაავადებები. ასევე, გულის თანდაყოლილი მანკები, ღრმა ვენების თრომბოზი და პულმონური ემბოლიზი. აღსანიშნავია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევები, ძირითადად, განპირობებულია ამ ორგანოების სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით.
რა იწვევს კარდიოვასკულურ დაავადებებს?
კარდიოვასკულური დაავადების უმთავრეს მიზეზად სახელდება ათეროსკლეროზი, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კორონარულ არტერიებს, არამედ მთელი სხეულის სისხლძარღვებს. ათეროსკლეროზის საფუძველს წარმოადგენს ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ვითარდება სისხლძარღვის კედელში და იწვევს მის დაზიანებას.
ასევე, მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ინფექციები, რევმატიზმი და სხვა სისტემური დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება და ა.შ.
რა არის მათი განვითარების რისკ-ფაქტორები ?
კარდიოვასკულური დაავადებების პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონე (ჰიპერლიპიდემია), თამბაქოს მოხმარება (მათ შორის ელექტროსიგარეტები), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, ნახშირწყლების და ნაჯერი ცხიმების ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თირკმელების ქრონიკული დაავადებები.
როგორ ამოვიცნოთ კარდიოვასკულური დაავადებები, რა სიმპტომებით გამოიხატება ისინი?
კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება კლინიკური ნიშნები განსხვავებული იყოს. თუმცა ზოგადი სიმპტომატიკა მოიცავს ტკივილს გულმკერდში (ანგინა), ზეწოლის,სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ქოშინს, თავბრუსხვევასა და გონების კარგვას, დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს.
ამასთან ერთად, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებში სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებს. მათ შორისაა, სიარულის დროს ტკივილისა და კრუნჩხვის შეგრძნება ქვემო კიდურებში, მათი შეშუპება, იგივე არეალზე წყლულების გაძნელებული შეხორცება, კიდურების გაცივება და კანის სიწითლე, სახის ან კიდურების დაბუჟება,რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს სხეულის რომელიმე მხარეს, მეტყველების, მხედველობის ან სიარულის გაძნელება და სხვა.
როგორ ხდება კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტირება?
მათი დიაგნოსტიკისთვის მივმართავთ როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. ლაბორატორიულ ტესტებში შედის ქოლესტერინის, შაქრის დონის, სისხლის კოაგულაციური თვისებებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრა. ინსტრუმენტულ კვლევებში კი წამყვანი მეთოდებია ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, გულის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამასთან ერთად, ზოგჯერ ვატარებთ სტრეს ტესტებს (ფიზიკური დატვირთვითა და, ასევე, მედიკამენტების გამოყენებით), რომლითაც ფასდება გულის მუშაობის უნარი ფიზიკური დატვირთვის დროს. ამ ტიპის ტესტები შეიძლება მოიცავდეს როგორც ელექტროკარდიოგრამას, ასევე ექოკარდიოგრაფიას და სცინტიგრაფიას. მივმართავთ გულის კათეტერიზაციასაც, გულის კამერებსა და მის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის დინებისა და წნევის შესაფასებლად.
როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ კარდიოვასკულურ დაავადებებს?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კარდიოვასკულური დაავადებების მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობა. მათ, ვისაც ამ დაავადების დიაგნოზი აქვთ, აუცილებელია, შეცვალონ ცხოვრების წესი – დაიცვან დიეტა, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით, უარი თქვან თამბაქოზე და ა.შ. ამასთან ერთად, ვნიშნავთ მედიკამენტებსა და, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სხვადასხვა ინტერვენციულ და ქირურგიულ ჩარევებსაც. ასევე მნიშვნელოვანია, პაციენტები ჩავრთოთ რეაბილიტაციის პროგრამაში, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ და, შესაბამისად, გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ სწორი მენეჯმენტის და მკურნალობის შემთხვევაში ამ დიაგნოზის მქონე უამრავი ადამიანი აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების წესით ცხოვრობს.
ზოგადად, როცა ამ ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას პაციენტი, როდის უნდა მიაკითხოს მან ექიმს?
კარდიოვასკულური დაავადებების მკურნალობა უფრო ადვილია მაშინ, როდესაც დიაგნოზი ადრეულ ეტაპზეა დასმული. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან გეგმური ვიზიტები. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტს უკვე აღენიშნება კარდიოვასკულური დაავადების სიმპტომები, სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. გაითვალისწინეთ, დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა მოიშალოს.
როგორია კარდიოვასკულური დაავადებების პრევენცია?
იმისათვის, რომ ეს პათოლოგიები ავიცილოთ თავიდან, მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, თანმხლები დაავადებების მართვა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონისა და მაღალი არტერიული წნევის მოწესრიგება, წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება, დღეში სულ მცირე 30-60 წუთიანია ფიზიკური აქტივობა და, შეძლებისდაგვარად, სტრესული ფაქტორების შემცირება.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები