მკვლევრების თქმით, შესაძლოა, მერკურიზე სიცოცხლე იყოს
საუბარია მიკრობულ სიცოცხლეზე.
პლანეტა მერკური სიცოცხლისთვის მიუღებელ ადგილად გამოიყურება. ის მზესთან ძალიან ახლოსაა, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა 426-რადუს ცელსიუსს აღწევს.
თუმცა, ახალი კვლევა აჩენს იმედს, რომ მზის სისტემის ამ პატარა პლანეტაზე არის რეგიონები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაბამისი პირობები სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
არიზონას პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის (PSI) მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ მერკურის ზედაპირზე მარილიანი მყინვარების მტკიცებულებას მიაგნეს. ეს რეგიონები დედამიწის უკიდურესად მკაცრი და მარილით მდიდარი გარემოს მსგავსია, სადაც სიცოცხლე ჯერ კიდევ პოულობს არსებობის საშუალებებს.
"დედამიწაზე მარილის სპეციფიკური ნაერთები საკმაოდ რთულ ადგილებშიც ქმნის სიცოცხლისთვის შესაბამის გარემოს. ამის კარგი მაგალითი მშრალი ატაკამის უდაბნოა ჩილეში. შესაბამისად, ეს გვაფიქრებინებს, რომ მერკურის მიწისქვეშ შეიძლება სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო იყოს", — თქვა ალექსის როდრიგესმა, PSI-ის მეცნიერმა და ახალი ნაშრომის წამყვანმა ავტორმა.
მერკური
NASA-ს მერკურის ზონდმა გამოავლინა, რომ პლანეტა შეიცავდა აქროლად ნაერთებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, გოგირდი და ქლორი. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს ნივთიერებები დიდი ხნის წინ უნდა გამქრალიყო პლანეტიდან და ეს მზის სიახლოვისა და პლანეტის ატმოსფეროს ნაკლებობის გამო.
მკვლევრებმა თავიანთი ძალისხმევა პლანეტის ორ უბანზე გადაიტანეს, კრატერზე სახელად რადიტლადი და ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე რეგიონზე, სახელად Borealis Chaos.
ამ რეგიონების შესწავლის შედეგად მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ აქროლადი ნაერთების მნიშვნელოვანი რაოდენობა პლანეტის მიწისქვეშა მყინვარის მსგავს ფორმებში ინახება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარილის ეს ფენები თავდაპირველად პლანეტის შორეულ წარსულში წარმოიქმნა, როდესაც ვულკანები აგზავნიდნენ ნატრიუმის შემცველ წყლის ორთქლს. ეტაპობრივად მზე აორთქლდება წყალს და ტოვებდა ნატრიუმს, რომელიც დაგროვდა მილიარდობით წლის განმავლობაში.
ეს ფენები შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლის მტკიცებულებებს. ანუ, მერკურიზე შეიძლება იყოს მიკრობული სიცოცხლე!
ამ აქროლადი ნაერთებისა და მარილის მყინვარების მიღმა, შესაძლოა, მალე უფრო მეტი საიდუმლო აღმოჩნდეს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
მეცნიერებს 2025 წლისთვის პლანეტაზე ახალი ზონდის გაგზავნა სურთ, რომელიც სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხსების მიღებას შეეცდება.
კომენტარები