რობერტ პატინსონს დაბადების დღე თურმე დაუგეგმავად უქციეს "ბინდის" წვეულებად
ფოტო: Vittorio Zunino Celotto / Getty Images
რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო, რობერტ პატინსონის და ბინდის ურთიერთობაზეა ნათქვამი. ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც ინგლისელმა მსახიობმა თავის არცთუ საყვარელ ფილმების სერიაზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ ედვარდ კალენის ჩრდილს მაინც ვერაფრით დააღწია თავი.
მაისში მსახიობმა 37 წლის იუბილე აღნიშნა და წვეულებაც მოაწყო, სადაც სრულიად შემთხვევით, დაუპატიჟებლად აღმოჩნდა ჯერ ბინდის რეჟისორი ქეთრინ ჰარდვიქი, მოგვიანებით კი მხიარულებას ბელა სუონის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტიც შეუერთდა. ასე დაუგეგმავად გადაიქცა პატინსონის დაბადების დღე ვამპირულ წვეულებად.
"რობის დაბადების დღეზე ვიყავი ამას წინათ", — ჰყვება ჰარდვიქი ერთ-ერთ პოდკასტში, — "ჩემს მეგობარ ტონი კოლეტს გადავეყარე, რომელმაც მასთან ერთად გადაიღო ფილმი. ვერთობოდით და მერე კრისტენიც გამოჩნდა. სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს ამბავი. მერე კი ყველანი გადავეხვიეთ ერთმანეთს, ძალიან მაგარი იყო".
რეჟისორის თქმით, წვეულებაზე ერთიმეორის გამოჩენა მარტო იუბილარს კი არა, თავადაც გაუკვირდათ.
"კრისტენი რომ მოვიდა, შემომხედა და მკითხა, 'ქეთრინ? რობის დაბადების დღეზე? რა ხდება?'", — იხსენებს ჰარდვიქი, — "ვუთხარი, ტონის გადავეყარე-მეთქი. მან მითხრა, მეც ასე აღმოვჩნდი აქო".
პოდკასტში კინორეჟისორმა ბინდისთვის პატინსონის და სტიუარტის გავლილი ქასთინგებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ შორის "ქიმია" პირველი შეხვედრისთანავე გაჩნდა.
"როცა ბიოლოგიის გაკვეთილის სცენა გაითამაშეს ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან, მაშინვე ნაპერწკლებმა დაიწყო ცვენა", — აღნიშნავს ქეთრინი.
რეჟისორის აღფრთოვანება კინოსტუდია Summit Entertainment-ში არ გაუზიარებიათ და პატინსონს მოუწია, დაემტკიცებინა, რომ როლისთვის შესაფერისი იყო. თუმცა, მოგვიანებით ამ ნაბიჯის გადადგმა აშკარად ინანა, რადგან ბინდი არაერთხელ გააკრიტიკა მწარედ.
ქეთრინ ჰარდვიქის გადაღებული ბინდი, რომელიც სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის კინოადაპტაციაა, ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა. ფილმმა $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზს დაუდო საფუძველი. ჯამში ბინდის საგის ყველა ნაწილის შემოსავალმა $3,3 მილიარდს გადააჭარბა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები