ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ინოვაციური პროექტის კონცეფცია წარადგინა
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs (თანამშრომლობა შედეგებისთვის) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს — UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
ლიბერთიმ აღნიშნულ კონფერენციაზე ბანკის უპრეცედენტო და ინოვაციური პროექტი — ტელეკლინიკა MyDoc წარადგინა, რომელიც ბანკის ინიციატივით უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა და კომპანია ტელეკლინიკასთან ერთად წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების დახმარებით, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს.
მობილური კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობას გაეწიოს სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო სერვისები (გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემების შეფასება და შემოწმება) სრულიად ახალი ტექნოლოგიის — ტელემედიცინის მეშვეობით. შედეგების აღრიცხვა მყისიერად ხდება ციფრულ რეჟიმში, შემდგომ დისტანციურად გადაეცემა შესაბამის სპეციალისტებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი მომდევნო გამოკვლევების ჩასატარებლად, უახლოეს რეგიონულ კლინიკაში გადამისამართდება.
პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: ტელეკლინიკა MYDOC გაეროს გლობალური შეთანხმების — კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ლიბერთის ყველა პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი.
"საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მოწვეულ დელეგატებს გავაცანით ლიბერთის და კომპანია ტელეკლინიკის ერთობლივი ინოვაციური პროექტი ტელეკლინიკა MyDoc-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე — ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან დღემდე 400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. ტელეკლინიკა MyDoc-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა", — დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები