მოკლედ: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიისთვის ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მთავარი პრობლემები: გასატარებელია არსებითი რეფორმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

  • კანონის უზენაესობა;
  • მედიის თავისუფლება;
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.
  • ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
  • "ახლა, საქართველოს ლიდერებმა — მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად.
  • [...] ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ისინი მიმართულია საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე", — თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესახებ:

  • "ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მის ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა", — თქვა მან.