დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე — საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადა გაიმართება.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.
ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ერთი გუნდი უნდა წარადგინოს, რომელიც ექვსი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. ამასთან, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რომელი მოსწავლე რომელ საგანში იასპარეზებს — გუნდიდან ერთი მოსწავლე უნდა იყოს ინფორმატიკის, ორი — ფიზიკის და სამი მათემატიკის მიმართულებით.
გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) ან სხვა (ინფორმატიკა, პროგრამირება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), ინჟინერია ან მსგავსი) საგნის მასწავლებელი იქნება.
ამასთან, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად 1 თვის განმავლობაში თითოეული გუნდის მენტორი გაეცნობა ტესტზე მოსალოდნელი კითხვების მსგავს სავარჯიშოებს და კონსულტაციებს გაივლის კომაროვის პროფესიონალებთან.
ოლიმპიადის ფარგლებში ორი — თეორიული და პრაქტიკული ტური გაიმართება, თეორიული ტური 19 იანვარს, ხოლო პრაქტიკული — მაისში ჩატარდება. ორივე ტური ფიზიკურ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში გაიმართება.
პირველ ეტაპზე, გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში მონაწილეობას სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი მიიღებს. თეორიული ტურის შედეგად თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
გუნდის მენტორების გადამზადების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც ფინალურ ტურზე იქნება საჭირო. 10 საუკეთესო გუნდის მენტორები კი სამთვიან უფასო გადამზადებას გაივლიან სფეროს სპეციალისტებისგან.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს სერტიფიკატი გადაეცემა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდებიან.
"საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, ის უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და ამასთან, შეიქმნან STEM მეცნიერებების მიმართულებით მყარი ბაზისი, რათა მომავალში შეძლონ დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ამისათვის ჩვენ, კომაროვთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა ახალგაზრდებში STEM მიმართულებით ცნობადობა და ინტერესი, შევქმენით STEM ოლიმპიადა, რომელიც არა ფიზიკა-მათემატიკურ პროფილურ სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცენ განვითარების და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობა", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური მიმართულების სკოლებისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მქონე სკოლებს, გამოცდილების შეძენის მიზნით, შეუძლიათ წარმოადგინონ გუნდი, თუმცა აღნიშნული სკოლის გუნდები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ (მათი შედეგები არ შეფასდება).
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
კომენტარები