საქართველოს ბანკის და LEAF-ის ინიციატივა — ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი სასტიპენდიო ინიციატივები იკავებს.
უკვე 10 წელია, საქართველოს ბანკი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად სამ გამარჯვებულს ავლენს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის და ცხოვრების ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.
იმ კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში მაგისტრატურაზე სურთ, განათლების ცენტრი LEAF-ი და საქართველოს ბანკი ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 5 საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა და მათ 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსის პირობების, აპლიკაციის შევსების, საჭირო დოკუმენტების შესახებ. ასევე, რეკომენდაციები და რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაცია და გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები.
ამასთან, საკონსულტაციო შეხვედრებში გასული წლების Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მონაწილეებს აპლიკაციის შევსების პროცესში მიღებულ გამოცდილებას და რეკომენდაციებს უზიარებდნენ.
"საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა იკავებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 26 ახალგაზრდა გახდა ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის გამარჯვებული და გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში განათლების მისაღებად.
LEAF-თან თანამშრომლობით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები, ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაციები, მიიღონ მათთვის სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, რაც დაეხმარება თითოეულ მათგანს, გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და გაემგზავრონ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობა არაერთ პროექტს ითვლის, რომელთა მიზანი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში კი ჩატარდა საერთაშორისო განათლების გამოფენა, რომელსაც 2000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ინფორმაციისთვის, Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.
მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს — www.chevening.org/georgia/
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები