საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიოგრაფი ლივინგი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგი პირველ მასშტაბურ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსის სამშენებლო პროექტს — საკენი თბილისში, ვაჟა ფშაველას #25-ში ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 41.5 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი 36 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, ფიტნეს დარბაზს, აუზს, ესთეტიკურ ცენტრს, კაფე-რესტორნებსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი ჯამში 364 ბინასა და 7 პენტჰაუსის მშენებლობას ითვალისწინებს, ის 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.
ბიოგრაფი ლივინგი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა პირველი მასშტაბური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით საკენი. მისი მიზანია შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრალურ უბნებში. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და 1000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
"ვისოლ ჯგუფს მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს ბანკთან. მოხარული ვართ, რომ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგის პირველი მრავალფუნქციური პროექტის საკენი ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს საკენი გამოარჩევს როგორც მისი მდებარეობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც გვჯერა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. ბიოგრაფი ლივინგის მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს", — აცხადებს ვასილ ფხაკაძე, აღმასრულებელი დირექტორი.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. მოხარული ვართ, რომ ჩვენი და ბიოგრაფი ლივინგის თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, სამომავლოდ ის რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას", — განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კომენტარები