თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, კაფე გა•ზაფხული ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა
ფოტო: თიბისი ბიზნესი
თიბისი სტარტაპერის პარტნიორი კომპანია კაფე გა•ზაფხული სულ რაღაც ერთი წელია დაფუძნდა, თუმცა ქართული და ევროპული კულინარიის შერწყმითა და ძველი, ნაცნობი გემოების განახლებით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. გა•ზაფხულის საქმიანობაზე მისი ერთ-ერთი მფლობელი და მენეჯერი, ნინოლა ნაგერვაძემ თიბისის ესაუბრა:
"ჩვენს სტარტაპზე საუბარი, ალბათ, მისი სახელწოდებით უნდა დავიწყოთ. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა კაფეს გახსნა ბოლო ეტაპს უახლოვდებოდა (ამ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ გუნდის წევრი), მარკეტინგის გუნდთან ერთად, გადაწყდა ამ ადგილისთვის გა-ზაფხული-ს დარქმევა. ამ სახელწოდებას ჩვენთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს: გაზაფხული ხომ რაღაც ახლის დასაწყისია, რომელსაც ზაფხული, ანუ შედეგით ტკბობა მოსდევს. შედეგი კი მართლაც ისაა, რაც ჩავიფიქრეთ — სივრცე გემრიელი, ჯანსაღი კერძებისა და კომფორტული გარემოს მოყვარულთათვის.
ჩვენი რესტორანი ძველი ბათუმის მთავარ გამზირზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც უყვართ კულინარია და სურთ განსხვავებული, ხარისხიანი კერძების დაგემოვნება. რესტორანი 50-მდე ადამიანს იტევს. ჩვენი ტერასა ბათუმის მთავარ გამზირზე ამ ქალაქისთვის ავთენტური დიზაინითა და ატმოსფეროთი - მყუდრო, მეგობრულ, კომფორტულ გარემოს ქმნის და აქ მოსულ სტუმრებს ე.წ. fine dining-ს სთავაზობს.
გა•ზაფხულისთვის უმნიშვნელოვანესია სასმელებისა და კერძების ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადება, ამიტომაც საგანგებოდ ვარჩევთ პროდუქტს. ნედლეულს, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ.
კოქტეილებსა და ლიმონათებს ვამზადებთ ჩვენივე ხილის პიურეებით, არ ვიყენებთ დანამატებს. შედეგად, ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ჩვენს სასმელს განსხვავებული, ჯანსაღი და სასიამოვნო გემო აქვს.
ყავას იტალური, მაღალი ხარისხის მარცვლით ვამზადებთ და სტუმრებს ვეგანურ, ნუშის, სოიოს რძეებსაც ვთავაზობთ.
გა•ზაფხულის მენიუ შედგენილია ახალგაზრდა მზარეულის, ლუკა ხინკალაძის მიერ, რომელთანაც წლებია წარმატებულად ვთანამშრომლობთ. სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი კერძების გამორჩეულობა, რომელთა სრულყოფაშიც ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, ნიჭიერი შეფი, გიგა ჭანიძე გვეხმარება.
ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორისაა გებჟალიას სალათი, რომელიც ჩვენმა შეფმა სრულიად ახალი ფორმით წარმოგვიდგინა. ეს კერძი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ნაცნობი, ტრადიციული გემო, ახლის, განსხვავებულის და ძველივით მშვენიერის შესაქმნელად გამოიყენო.
ჩვენს მენიუს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თევზისგან შექმნილი კერძების ნაირსახეობები: გამომცხვარი კარჩხანა, რიზოტო მიდიებით, სიბასი ბრინჯითა და ბოსტნეულით და სინორი პიტნით და კარჩხანას ფილეთი — ეს უკანასკნელი ტრადიციული აჭარული კერძისა და ზღვის პროდუქტების შერწყმაა.
რაც შეეხება დესერტებს, გა•ზაფხულის სტუმრებს განსაკუთრებულად უყვართ ბასკური ჩიზქეიქი და პონჩიკერა. პონჩიკერა რამდენიმე წლის წინ თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელიც ამ ეტაპზე გაზაფხულთან კოლაბორაციას ქმნის და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახეობის პონჩიკებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პონჩიკი სწორედ კაფე გა•ზაფხულში მზადდება.
ჩვენი რესტორნის მართვაში სამი ძირითადი გუნდია ჩართული. მართვისა და მენეჯმენტის საქმე, როგორც ერთ-ერთმა მფლობელმა, საკუთარ თავზე ავიღე. მეორე ციფრული მენეჯმენტის გუნდია, რომელიც უმნიშვნელოვანესია დღევანდელობაში ბიზნესის სამართავად. მესამე და მთავარ გუნდს რესტორნის მფლობელები წარმოვადგენთ — ვლადიმერ თოდაძე, სალომე ინწკირველი და ნინოლა ნაგერვაძე. ჩვენი მისიაა დანარჩენი გუნდების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული მხარდაჭერა, რათა რესტორანმა სრულყოფილად და ხარვეზების გარეშე, უწყვეტი ფუნქციონირება შეძლოს.
სტუმრებს ვპირდებით, რომ გა•ზაფხული აუცილებლად დარჩება ბათუმში მათი კულინარიული თავგადასავლების მთავარ სივრცედ და ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია თიბისის როლი. თიბისის გუნდთან თანამშრომლობა, რაც ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება."
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები