ჯოჯოხეთი გავიარე — ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი ჰყვება, რა პირობებში არიან ისრაელიდან გატაცებულები
ფოტო: EPA-EFE/REX/Shutterstock
რა ხდება? 23 ოქტომბერს, ჰამასის მიერ გათავისუფლებული ორი ტყვე, ნურიტ კუპერი და იოხევედ ლიფშიცი, თელ-ავივში, საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- 85 წლის ლიფშიცმა ჰამასის ტყვეობაში გატარებული დღეების შესახებ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს ჰამასმა ტყვედ, სულ მცირე, 222 ადამიანი გაიტაცა, მათ თავდასხმებს ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
- ნურიტ კუპერისა და იოხევედ ლიფშიცის გათავისუფლების შესახებ ცნობილი გუშინ, გვიან ღამით გახდა.
- სამი დღის წინ ჰამასმა კიდევ 2 მოქალაქე გაათავისუფლა.
დეტალები: ქალი ამბობს, რომ ჯოჯოხეთი გაიარა. ტერორისტებმა ისრაელში მდებარე დასახლებიდან, კიბუციდან მოტოციკლით გაიტაცეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. მგზავრობისას სხეულის დაზიანებები მიიღო, ამბობს, რომ უჭირდა სუნთქვაც.
- როგორც ლიფშიცი იხსენებს, მოტოციკლიდან გადასვლის შემდეგ მას დახვდნენ ადამიანები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ ყურანს იწამებდა, მას არავინ არაფერს დაუშავებდა. მისივე თქმით, ტერორისტებმა მას საათი და სამკაული წაართვეს.
- ამბის თხრობაში შვილი, შარონი ეხმარება და ჰყვება, რომ ქალს, კიდევ 24 ტყვესთან ერთად, მიწისქვეშა გვირაბებში, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა აიძულეს. ლიფშიცი უამრავ გვირაბს ობობას ქსელს ადარებს.
იოხევედ ლიფშიცი ამბობს, რომ ოთხ ადამიანთან ერთად მოათავსეს მიწისქვეშა გვირაბში არსებულ ოთახში და ეძინათ იატაკზე დაფენილ ლეიბზე. მათ მოსანახულებლად, 2-3 დღეში ერთხელ, ექიმი მიდიოდა.
- ლიფშიცის თქმითვე, ერთ-ერთ ტყვეს, რომელიც მოტოციკლზე მგზავრობისას დაშავდა, ექიმი მკურნალობდა. ტყვეებს აძლევდნენ საჭირო წამლებსაც.
- გვირაბში დატყვევებულ ადამიანებს აძლევდნენ კიტრსა და ყველს, ლიფშიცის ქალიშვილის განმარტებით, იმავეს ჭამდნენ ჰამასის წევრებიც.
- იოხევედ ლიფშიცის თქმით, მისი ამბავი არ დასრულდება, ვიდრე სახლებში ყველა ტყვე არ დაბრუნდება.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები