რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: Lovely Kupata; Age of the Empires
თუ გადატვირთული კვირის ფონზე ყველა სიახლეს თვალი ვერ მიადევნე ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს კვლავაც ერთ სტატიაში მოვუყარეთ თავი. გასული კვირა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ბევრი ახალი ამბით გამოირჩეოდა. აი, რამდენიმე მათგანი:
1. ნახეთ აქამდე უცნობი ფოტოები "ტიტანიკის" გადასაღები მოედნიდან
ფოტო: BNPS / Henry Aldridge & Song / Mega BNPS
ფილმ ტიტანიკს $2,2 მილიარდზე მეტი აქვს გამომუშავებული, თუმცა ამხელა წარმატების მიუხედავად, თურმე ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო რამდენიმე კადრს მიღმა ფოტოსურათი, რომელიც გუნდის ერთ-ერთ წევრს 1996 წელს, მექსიკაში გადაუღია. სამოყვარულო ფოტოაპარატით გადაღებულ ამ სურათებში მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებთან ერთად რეჟისორს და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებსაც ვხედავთ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ყველასთვის საყვარელი ცუგა კუპატა დაიღუპა
ბათუმის მკვიდრი, კუპატას სახელით ცნობილი უსახლკარო ცუგა დაიღუპა. კუპატა მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო, რომელშიც ის ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა და ავტომობილის უყურადღებო მძღოლებს უყეფდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. მერილ სტრიპმა გაამხილა, რომ ქმარს 6 წელია დაშორდა
30 სექტემბერს მსახიობ მერილ სტრიპისა და მოქანდაკე დონ გამერის ქორწინებიდან 45 წელი გავიდა. აღმოჩნდა, რომ 74 და 76 წლის წყვილი ერთმანეთს 6 წელია დაშორდა, თუმცა აქამდე ამას საზოგადოებასთან არ ამხელდნენ. მერილ სტრიპისა და დონ გამერის ქორწინება არათუ ჰოლივუდში, არამედ მთელ მსოფლიოში სამაგალითოდ ითვლებოდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. adjaranet და iMovies ისევ გათიშეს — რა ხდება
ცოტა ხნის წინ ფილმებისა და სერიალების პოპულარული მეკობრული ვებგვერდები adjaranet და iMovies ისევ გაითიშა. ვებგვერდები პირველად დაახლოებით 1 წლის წინ გაითიშა, რის მიზეზადაც ის დასახელდა, რომ კინო და სატელევიზიო პროდუქცია არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული. მოგვიანებით მომხმარებელთა ნაწილმა საიტების გამოყენება კვლავ შეძლო. თუმცა ამჯერად მომხმარებლები საიტებზე ისევ ვეღარ შედიან.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. აბორტი გავიკეთე, რადგან ჯასტინ ტიმბერლეიკი მამობისთვის მზად არ იყო — ბრიტნი სპირსი
ფოტო: Getty Images
მალე ბრიტნი სპირსის მემუარები, სახელად The Woman in Me, გამოვა. წიგნში მომღერალი ისეთ ისტორიებსა და გამოცდილებებს გვიზიარებს, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. People-ის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო ფაქტი, რომელსაც ბრიტნი 20 წლის განმავლობაში არ ამჟღავნებდა, მომღერლის ორსულობაა. ბრიტნი სპირსი The Woman in Me-ში წერს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, მაგრამ აბორტის გაკეთება მოუწია.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ახალი კადრები ავატარის სერიალიდან — გაიცანი ცეცხლის მბრძანებლები
ფოტო: Nickelodeon Animation Studio; Netflix
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური შოუ, ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, ნეტფლიქსზე სერიალის სახით ბრუნდება. სერიალი, რომელსაც წლებია, სულმოუთქმელად ველოდებით, 2024 წელს გამოვა. ცოტა ხნის წინ უკვე გავიცანით აანგი, კატარა, სოკა და ზუკო. ახლა კი სერიალის სხვა მთავარი პერსონაჟების, კერძოდ კი — ცეცხლის მბრძანებლების დრო დადგა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. სტრასბურგისკენ მიმავალი ევროპარლამენტარები შემთხვევით დისნეილენდში აღმოჩნდნენ
ევროპარლამენტის ასობით წევრი ბრიუსელიდან სტრასბურგში მატარებლით მიდიოდა, როდესაც პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა. სპეციალურად დანიშნულ მატარებელს თვეში ერთხელ ევროპარლამენტარები ბრიუსელიდან სტრასბურგში მიჰყავს, თუმცა ბოლო ასეთი მგზავრობისას ხარვეზის გამო მატარებელს პარიზში მოუწია გაჩერება და ევროპარლამენტები დისნეილენდში აღმოჩნდნენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. ბერლინში ებრაელების სახლებზე უცნობმა პირებმა დავითის ვარსკვლავები გამოსახეს
ფოტო: X
ევროპარლამენტის ასობით წევრი ბრიუსელიდან სტრასბურგში მატარებლით მიდიოდა, როდესაც პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა. სპეციალურად დანიშნულ მატარებელს თვეში ერთხელ ევროპარლამენტარები ბრიუსელიდან სტრასბურგში მიჰყავს, თუმცა ბოლო ასეთი მგზავრობისას ხარვეზის გამო მატარებელს პარიზში მოუწია გაჩერება და ევროპარლამენტები დისნეილენდში აღმოჩნდნენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. MTV EMAs-ის დაჯილდოება ისრაელ-ჰამასის ომის გამო გაუქმდა
MTV-ის ევროპის მუსიკალური დაჯილდოება (EMAs) წელს აღარ გაიმართება. დაჯილდოება 2023 წლის 5 ნოემბერს პარიზში უნდა შემდგარიყო, თუმცა ისრაელ-ჰამასის ომის გამო გაუქმდა. ხმის მიცემა 31 ოქტომბრამდე კვლავაც გრძელდება და გამარჯვებულებს ჯილდო გადაეცემათ, თუმცა ღონისძიება ფიზიკურ სივრცეში არ შედგება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. თამარ მეფე Age of Empires II-ის ახალი პერსონაჟია — თამაშს ქართული ცივილიზაცია დაემატა
ფოტო: Age of Empires
ვიდეოთამაშ Age of Empires-ში ქართულ ცივილიზაციასა და თამარ მეფეს, როგორც ერთ-ერთ პერსონაჟს, მალე ვიხილავთ. ამ სიახლის შესახებ ინფორმაციას Age of Empires-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალ ნაწილში თამაშს საქართველოსა და სომხეთის ცივილიზაციები დაემატა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
კომენტარები