რობერტ საპოლსკის თქმით, თავისუფალი ნება არ არსებობს
რობერტ საპოლსკის, 66 წლის სტენფორდის ნეირობიოლოგს, საინტერესო შეხედულება აქვს. მას მიაჩნია, რომ თავისუფალი ნება საერთოდ არ არსებობს.
საპოლსკი ცნობილი მეცნიერია და ნეირობიოლოგიაში მისი გავლენა დიდია. მან 40 წელი ადამიანებისა და პრიმატების ქცევის შესწავლას მოანდომა. საპოლსკის ახალი წიგნი "განსაზღვრული: ცხოვრება თავისუფალი ნების გარეშე" ადამიანის თავისუფალ ნებას მიმოიხილავს და მას გამორიცხავს.
მისი დასკვნა შემდეგია: ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ.
ასევე: ინტერვიუ რობერტ საპოლსკისთან თავისუფალ ნებაზე, პანდემიასა და პრიმატებთან განსხვავებაზე
შეიძლება მას არ დაეთანხმოთ, ეს ხომ თქვენი "თავისუფალი ნებაა", მაგრამ როგორც საპოლსკი ამტკიცებს, ასეთი გადაწყვეტილებაც კი წინასწარ არის განსაზღვრული. მისი თქმით, იდეა, რის მიხედვითაც თავისუფალი ნება ჩვენს პასუხისმგებლობებს ნიშნავს, სრულიად უსარგებლოა. ამაზე მეცნიერემა The New York Times-სთან ისაუბრა.
"თავისუფალი ნება რომ არსებობდეს, ადამიანის ტვინი ბიოლოგიურ დონეზე სხვანაირად უნდა ფუნქციონირებდეს. რეალურად, ნეირონების კონკრეტული ქცევა განისაზღვრება გარემოდან გამომდინარე. ეს დამოკიდებულია ჰორმონების დონეზე, აღზრდასა და კულტურაზე", — უთხრა საპოლსკიმ The New York Times-ს.
საპოლსკის თქმით, ჩვენ მთელ ცხოვრებას სტიმულებზე რეაგირებაში ვატარებთ. მაგალითად, ცუდი სუნი — მასზე რეაგირებას განსაზღვრავს ჩვენი გენეტიკა, რომელმაც დააპროგრამა ჩვენი ყნოსვითი რეცეპტორები.
"ნებისმიერ მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი გემოვნების, მიდრეკილებების, ღირებულებებისა და ხასიათის საფუძველზე. და ეს ყველაფერი მოდის პროგრამულად, ჩვენი გონება მისგან დამოუკიდებელი არასდროსაა", — ამბობს საპოლსკი.
სად მივყავართ ამ ყველაფერს?
თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, ამბობს საპოლსკი, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას.
რას ფიქრობენ ამაზე სხვა მეცნიერები?
დარტმუთის კოლეჯის ნეირომეცნიერმა პიტერ უ.ცემ საპოლსკის "ბრწყინვალე და ამავდროულად არასწორი უწოდა".
"ის, ვინც გვეუბნება, რომ ჩვენ სხვა არაფერი ვართ, თუ არა დეტერმინისტული ბიოქიმიური თოჯინები, პასუხისმგებელია ამ სამყაროში ფსიქოლოგიური ტანჯვისა და უიმედობის დანერგვაზე", — განუცხადა უ.ცემ LA Times-ს.
გამართლებულია თუ არა ეს კრიტიკა?
საპოლსკი ამტკიცებს, რომ მას არ სურს, რომ ადამიანები იტანჯებოდნენ. პირიქით, მისი თქმით, ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. თუმცა, არსებობს მოცემულობები და მასზე თვალის დახუჭვა ვერ გაგვაბედნიერებს.
"წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ მანქანა ბედნიერი იქნება. მიუხედავად ამისა, გამიხარდება თუ ადამიანები თავს ბედნიერად იგრძნობენ", — თქვა მან.
კომენტარები