ამერიკულმა კომპანიებმა ჰამასის მხარდამჭერი სტუდენტების დასაქმებაზე უარი თქვეს
ფოტო: Boston Globe / Getty Images
ამერიკულმა იურიდიულმა კომპანიამ Davis Polk & Wardwell უარი თქვა ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების იმ სტუდენტების დასაქმებაზე, რომლებმაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ამ უკანასკნელის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ განცხადებებში გამოთქმული შეხედულებები მათ ღირებულებათა სისტემას ეწინააღმდეგება.
"სწორედ ამ მიზეზით და იმისთვის, რომ კომპანიაში მეგობრული და ინკლუზიური სამუშაო გარემო შევინარჩუნოთ, ჩვენ აღარ მივიღებთ იმ სტუდენტებს, რომლებმაც განცხადებებს ხელი მოაწერეს. ამდენად, გაუქმებულია მათთვის შეთავაზებული წინადადებებიც", — ამბობს Davis Polk & Wardwell-ის წარმომადგენელი.
კომპანიის გადაწყვეტილების შედეგად, სამმა სტუდენტმა უკვე დაკარგა მათთან დასაქმების შესაძლებლობა.
8 ოქტომბერს, ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან მეორე დღეს, ჰარვარდის რამდენიმე სტუდენტურმა გაერთიანებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მომხდარზე "სრული პასუხისმგებლობა" ისრაელს დააკისრა. კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების მტკიცებით კი, თავდასხმა, რომელმაც 1 300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პალესტინელების საპასუხო დარტყმა იყო მათ "კოლონიალისტ მჩაგვრელზე".
განცხადებების გავრცელების შემდეგ, Davis Polk & Wardwell ერთადერთი კომპანია არ ყოფილა, რომელმაც ჰამასის მხარდამჭერ სტუდენტებთან ურთიერთობაზე უარი თქვა. სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა და ინვესტორებმა ასევე მოითხოვეს, ჰარვარდს გაესაჯაროებინა ხელმომწერთა სია, რათა სამომავლოდ კომპანიებს ისინი არ დაესაქმებინათ.
"ტერორისტების ქმედებების მხარდაჭერისას, არავის არ უნდა შეეძლოს საერთო განცხადებებს ამოფარება", — განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა ბილ აკმენმა.
გარდა ამისა, იურიდიულმა კომპანია Winston & Strawn-მა უარი თქვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის იმ სტუდენტის დასაქმებაზე, რომელმაც ასევე ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობა ჰამასის თავდასხმაზე.
განცხადებებზე საპასუხო რეაქციის შემდეგ, დასაქმების შესაძლებლობების დაკარგვის საშიშროების გამო, სულ მცირე ხუთმა სტუდენტმა თავისი ხელმოწერა უკან წაიღო.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები