რა ხდება: დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს.

  • იქვე იმყოფებოდა პრემიერმინისტრიც, თუმცა დევნილებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მასთან გასაუბრება ისევ ვერ შეძლეს.
  • პრემიერმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა, მსგავსი სიტუაცია იყო შარშანაც.

დეტალები: TV პირველთან ომში დაღუპულის დედა ამბობს, რომ სცადა ღარიბშვილთან დალაპარაკება, მაგრამ არ მიუშვეს.

  • "მოდი ახლოს, რატომ დგახარ 15 მეტრის იქეთ. მოგვესალმე, მოგვისამძიმრე, სიტყვა გვითხარი საიმედო, რამე მაინც, რომ ასე არ გვტკიოდეს გული და ასე უპატარონოდ არ ვგრძნობდეთ საქმეს. რა იყო ამათი მოსვლა, ან წასვლა რა იყო. მოდიან საკუთარ ვენოკებს გადახედავენ, ჩაიბუტბუტებენ და მიდიან", — განაცხადა მემორიალთან მყოფმა ერთ-ერთმა დევნილმა.