ჩიკაგოდან თბილისამდე: მიუზიკლი საქართველოშია — როგორ იქცა ის ჟანრის ლეგენდად?
ფოტო: წისქვილი
20 და 21 სექტემბერს, ქართველი მაყურებლის წინაში ჩიკაგო წარდგა — მიუზიკლი, რომელში მოთხრობილი ისტორია და ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ჩიკაგოს ოფიციალური ლიცენზია წისქვილი ჯგუფმა სპეციალურად თეატრალური კომპანია Concord Threatricals-სგან მოიპოვა, მის დადგმაზე კი მულტიფუნქციური სივრცის, თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა.
სანამ თავად გახდებით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუს მონაწილე, ჩვენ მოგიყვებით ჩიკაგოს მდიდარ ისტორიაზე და გაგაცნობთ იმ მიზეზებს, რომლებმაც მიუზიკლი ჟანრის ლეგენდად აქცია.
ჩიკაგო — ყველაზე დიდი ისტორიის მქონე მიუზიკლი
ფოტო: წისქვილი
ჩიკაგო პირველად მაყურებლის წინაშე ნიუ იორკში, ბროდვეიზე, 1975 წელს წარდგა. მას შემდეგ მან მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იმოგზაურა, დაიდგა 36-ზე მეტ ქვეყანაში და ნახა 32 მილიონზე მეტმა მაყურებლებმა. 2002 წელს ფართო აუდიტორიამ ჩიკაგოს ეკრანიზაციაც იხილა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მიუზიკლის პოპულარიზაციას. რობ მარშალის რეჟისორობით გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კეტრინ ზეტა ჯონსი და რენე ზელვეგერი ასრულებენ, ოსკარის დაჯილდოებაზე წლის სურათად დასახელდა.
მიუზიკლ ჩიკაგოს სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს თეატრალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Tony Awards-ის ჯილდოები, მათ შორის, საუკეთესო მიუზიკლის, საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიებში.
ნამდვილი ფაქტები და პერსონაჟები
ფოტო: წისქვილ
მიუზიკლი ჩიკაგო მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ნაწარმოებს ეფუძნება. უოტკინსი ჩიკაგო თრიბუთის კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელიც აქტიურად ესწრებოდა და აშუქებდა იმ დროის სასამართლო პროცესებს. მათ შორის, ის თვალს ადევნებდა ორი გამორჩეულად საინტერესო ქალის, ბელვა გარტნერისა და ბეულა ანანის სასამართლოებს. უოტკინსმა ნაწარმოების ინსპირაცია სწორედ მათ გარშემო დატრიალებული ნამდვილი ამბებისგან მიიღო, ეს ორი დამნაშავე ქალი კი ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებად აქცია. ბელვას, რომელსაც ბრალად ქმრისა და დის მკვლელობა ედებოდა, უოტკინსის ნაწარმოებში ველმა კელის სახელით ვეცნობით. ბეულა კი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის დააკავეს, როქსი ჰარტად წარმოგვიდგება.
ნამდვილი ადამიანებისა და ისტორიების ინსპირირებით შექმნილი ნაწარმოები კიდევ უფრო ზუსტად აღწერს 1920-იანი წლების ჩიკაგოს — იმ დროინდელ სასამართლო სისტემას, მედიას, საზოგადოების ღირებულებებს, მიდრეკილებებს და მკითხველს ეპოქის სიღრმისეულად გაცნობაში ეხმარება.
უნივერსალური თემები და კულტურული პარალელები
ფოტო: წისქვილი
კორუფცია, სკანდალისა და სენსაციის მაძიებელი მედია, ადვილად მანიპულირებადი სასამართლო, ადამიანთა სწრაფვა წარმატებისკენ, მყიფე ზღვარი მორალსა და ამორალურობას შორის — ჩიკაგოს ეს მთავარი თემები და მასში დასმული კითხვები გეოგრაფიულ და დროით საზღვრებს სცდება. მართალია ჩიკაგო ამერიკის 1920-იანი წლების საზოგადოებას აღწერს, თუმცა აქ მოთხრობილი ამბები აქტუალური და ნაცნობია თანამედროვე ეპოქასა და სხვადასხვა კულტურისთვის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ახდენს ერთნაირად დიდ შთაბეჭდილებას ჩიკაგო სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანზე.
უნიკალური ქორეოგრაფია და მუსიკა
ფოტო: წისქვილი
ჩიკაგოს ქორეოგრაფია ბობ ფოსს, ამერიკის თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეული ხელწერის მქონე ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს ეკუთვნის. მან შეძლო შეექმნა უნიკალური სტილი, მხოლოდ ჩიკაგოსთვის დამახასიათებელი მოძრაობები, ჟესტები და სიტყვების გარეშე გადმოეცა პერსონაჟის ხასიათი, განწყობა თუ სათქმელი.
არანაკლებ შთამბეჭდავია მიუზიკლში გაჟღერებული მუსიკა და სიმღერების ტექსტები, რომლებზეც კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა და ლირიკოსმა ფრედ ებმა იმუშავეს. სწორედ დასამახსოვრებელი მელოდიები, სატირითა და შავი იუმორით გაჯერებული ტექსტები და ქორეოგრაფიული სტილი ქმნის ჩიკაგოს უნიკალურ სახეს და მიუზიკლი სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
ჩიკაგოდან თბილისამდე — მიუზიკლი საქართველოშია
ფოტო: წისქვილი
ჩიკაგოს რუკაზე უკვე საქართველოც გამოჩნდა და მიუზიკლის მრავალმილიონიან მნახველთა რიცხვს ქართველი მაყურებელიც შეუერთდა. ამიერიდან ნებისმიერი მსურველი შეძლებს თეატრის სივრცეში დატკბეს ჟანრის კლასიკად ქცეული ჩიკაგოს ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებით, იმოგზაუროს გასული საუკუნის ამერიკაში და გაავლოს პარალელები დღევანდელ ეპოქასთან. შოუს მსვლელობისას კი ისიამოვნოს სპეციალურად წარმოდგენისთვის შექმნილი კერძებით.
ჩიკაგოს შემდეგი წარმოდგენები თეატრში 6 და 24 ოქტომბერს გაიმართება. მეტი დეტალის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ თეატრის ვებ-გვერდს: https://teatri.ge
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები