მამუკა ხაზარაძე

20 Sep. 2023, 11:50

ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და ძალიან დიდი საფრთხე იმისათვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციების არ დაუწესებენ, მაგრამ საშიშროება გააჩინა ამ გადაწყვეტილება. 

მე და ჩვენი პარტია მოვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტოს , რა პირობებში მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რა ზემოქმედება მოახდინეს, როცა 2 დღის განმავლობაში, ჯერ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს სანქციასთან შეერთებაზე და 24 საათში მის გაუქმებაზე. 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და ისინი უნდა განმარტოს ეროვნულმა საბჭომ. 

ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების შესახებ. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ხელმოწერილი ცვლილებების მიხედვით, სანქციათა რეჟიმები საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამ საკითხზე საქართველოში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…