ლელო საქართველოსთვის

10 Sep. 2023, 15:18

როგორც ვიცით, და როგორც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ალბათ გუშინ ვნახეთ ტელეკოპანია პირველის ეთერით, ნოდარ მელაძის საგამოძიებო საავტორო ჟუნრალისტური გადაცემის შესაბამისად, ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის, და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებისამებრ გამოყენება. 

ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა მტკიცებულებებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ და მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები. 

ლელომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერმინისტ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ ქვეყანაში იქნება თუ არა კორუფცია, რომ შემოუერთდეს [იმპიჩმენტის პროცედურებს]. ლელო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. 

ასე ეხმაურება პარტია ლელო საქართველოსთვის TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი არაოფიციალური ვიზიტისთვის გამოიყენა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ