Volvo C40 Recharge — სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმშია
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
უსაფრთხოებით გამორჩეული შვედური ბრენდის, ახალი ელექტრომობილი Volvo C40 Recharge ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. გამორჩეულად ეკომეგობრული და უსაფრთხო ქროსოვერი ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმშია წარმოდგენილი. ელექტრომობილი სრულად პასუხობს შვედური ბრენდის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებს.
ახალი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა. C40-ს შეუძლია 4.7 წამის განმავლობაში 100 კმ-ამდე სიჩქარე განავითაროს. მას აქვს 408 ცხენის ძალა და სრული დამუხტვის პირობებში, 550 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
ავტომობილში ჩაშენებული ანდროიდსისტემა, გუგლის რუკებითა და ფლეი სთორით, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. წარმოებაში გამოყენებულია მეორე თაობის, გაუმჯობესებული ბატარეა. სახლის დამტენის პირობებში სრულად დასამუხტად საჭიროა, საშუალოდ, 4-5 სთ-მდე, ხოლო სწრაფი დამტენის მეშვეობით, ეს დრო 50-60 წთ-მდე მცირდება. Volvo-ს შოურუმში წარმოდგენილ ყველა C40-ს აქვს 2 ელექტროძრავა, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვტ.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
"გვიხარია, რომ ჩვენს შოურუმში უკვე წარმოდგენილია ქროსოვერის ტიპის, სრულად ელექტრიფიცირებული ახალი ავტომობილი — Volvo C40. ავტოინდუსტრიაში მუდმივი სიახლეები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა სწორედ ის ღირებულებებია, რითაც Volvo-ს უახლესი მოდელები იქმნება. Volvo-ს ყველა ახალ მოდელს საერთო მიზანი აერთიანებს: გაზარდოს უსაფრთხოდ მგზავრობა და შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.
თეგეტა ჰოლდინგი, როგორც ამ ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით თეგეტა დასამუხტი სადგურების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და პირველ ეტაპზე, დამატებით, 70 ერთეულამდე ელექტროდამტენის დამონტაჟებას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დამტენების რაოდენობაც გაიზრდება. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო მეტ ინტერესს გავუჩენთ საზოგადოებას ელექტრომობილების მიმართ", — აღნიშნავს მაკა სახვაძე, ვოლვო ქარ საქართველოს დირექტორი.
Volvo-სთვის ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, კორპორაციული მდგრადობის საკვანძო საკითხია. სწორედ ამიტომ ბრენდის მიზანია, რომ 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ნახევარი — დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო დანარჩენი სრულად ელექტრიფიცირებული იყოს. მეტიც, Volvo ასევე გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს.
სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით არის შექმნილი C40-ი. ელექტრომობილი აღჭურვილია Volvo-ს კარგად ცნობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ახალი C40 განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ეკომეგობრულობით. Volvo-მ დიდი ხანია უარი თქვა მანქანის ინტერიერში ცხოველური მასალის გამოყენებაზე და ის უმაღლესი ხარისხის ახალი ქსოვილით "ნორდიკოთი" ჩაანაცვლა. ავტომობილის ინტერიერში ვიზუალურ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს შვედეთის რუკის შთაგონებით შექმნილი დეტალები და პანორამული ტიპის ჭერი.
ახალი ავტომობილის საბაზისო ფასი 161 880 ლარია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრო ქროსოვერს სხვადასხვა აღჭურვილობაც დაამატოს და, მეტიც, თავად შექმნას საკუთარი C40 სასურველი კომპლექტაციით.
C40 მომხმარებელს არ აიძულებს, არჩევანი გააკეთოს სიმძლავრის ან პასუხისმგებლობიანი მართვის სასარგებლოდ. ბალანსი დაცულია. ავტომობილის აჩქარება გლუვია. დამატებითი უპირატესობა ნულოვანი გამონაბოლქვია.
ვოლვო ქარ საქართველო ახალი ელექტრო C40-ით დაინტერესებულ მომხმარებლებს ტესტდრაივზე ჩაწერას სექტემბრიდან შესთავაზებს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
კომენტარები