გარემოს რა ტემპერატურაზე იღუპება ადამიანი? — ახალმა კვლევამ დაუჯერებელი ზღვარი გამოავლინა
როგორც ცნობილია, ჯანმრთელი ახალგაზრდაც კი იღუპება 6 საათის განმავლობაში 35 გრადუსი ცელსიუსი სიცხის გაძლების შემდეგ, როდესაც ჰაერის ტენიანობა 100%-ია, მაგრამ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ლიმიტი, შეიძლება, მნიშვნელოვნად დაბალი იყოს.
ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, იზრდება სიცხისგან გამოწვეული რისკებიც. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რისკი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობაა.
როგორც ცნობილია, ჯანმრთელი ახალგაზრდაც კი იღუპება 6 საათის განმავლობაში 35 გრადუსი ცელსიუსი სიცხის გაძლების შემდეგ, როდესაც ჰაერის ტენიანობა 100%-ია, მაგრამ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ლიმიტი, შეიძლება, მნიშვნელოვნად დაბალი იყოს.
ამ დროს ოფლი — სხეულის ძირითადი საშუალება მისი შიდა ტემპერატურის შესამცირებლად — აღარ ორთქლდება კანიდან, რაც საბოლოოდ იწვევს თბურ დაკვრას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს.
"ეს კრიტიკული ზღვარი, რომელიც თავს იჩენს 35 გრადუსზე, რაც ცნობილია, როგორც "სველი ნათურის ტემპერატურა", მხოლოდ ათეულჯერ დაირღვა, ძირითადად, სამხრეთ აზიასა და სპარსეთის ყურეში", — განაცხადა კოლინ რაიმონდმა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ "სველი ნათურის ტემპერატურა" ახლა, ძირითადად, გამოითვლება სითბოსა და ტენიანობის მაჩვენებლების გამოყენებით, ის თავდაპირველად იზომებოდა თერმომეტრზე სველი ქსოვილის დადების გზით. ეს საშუალებას აძლევდა მეცნიერებს, გაეზომათ, თუ რამდენად სწრაფად აორთქლდებოდა წყალი ქსოვილიდან.
ექსპერტების თქმით, ექსტრემალური სიცხე, შესაძლოა, სულაც არ იყოს ზემოხსენებულ ნიშნულზე, მაგრამ მაინც გამოიწვიოს სიკვდილიანობა, რაც დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
მაგალითად, გასულ ზაფხულს სიცხის გამო 61 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ევროპაში, სადაც იშვიათად არის საკმარისი ტენიანობა, რომ "სველი ნათურის ტემპერატურა" შეიქმნას.
მაგრამ გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად — ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გასული ივლისი დედამიწის ისტორიაში ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი თვე იყო — როგორც მეცნიერები გვაფრთხილებენ, მსგავსი ექსტრემალური მოვლენები კიდევ უფრო გახშირდება. მაგალითად, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ეს სიხშირე, სულ მცირე, გაორმაგდა.
რაიმონდის კვლევამ აჩვენა, რომ თუკი მსოფლიო წინა ინდუსტრიულ დონესთან შედარებით 2,5°C-ით დათბება, "სველი ნათურის ტემპერატურა" "რეგულარულად გადააჭარბებს" 35°C-ს მსოფლიოს რამდენიმე წერტილში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
ადამიანის გადარჩენის თეორიულ ზღვარს წარმოადგენს 35°C ტემპერატურა და ჰაერის 100%-იანი ტენიანობა ან 46°C ტემპერატურა და ჰაერის 50%-იანი ტენიანობა.
ამ ლიმიტის შესამოწმებლად, აშშ-ს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გაზომეს ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანების შიდა ტემპერატურა სითბურ კამერაში.
მათ აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებმა მიაღწიეს თავიანთ "კრიტიკულ ზღვარს" — როდესაც მათმა სხეულმა ვერ შეაჩერა შიდა ტემპერატურის ზრდა — 30,6°C "სველი ნათურის ტემპერატურაზე", რაც თეორიულ ნიშნულზე გაცილებით დაბალია.
ჯგუფის შეფასებით, ასეთ პირობებს ადამიანის სიკვდილის გამოსაწვევად 5-დან 7 საათი სჭირდება. თუმცა, ცხადია, ეს ასევე დამოკიდებულია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკზე; ბავშვები და ხანდაზმულები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან.
კომენტარები