თამთა მელაშვილი

11 Aug. 2023, 12:53

უდიდესი მადლობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის სიყვარულით კეთებაა, რასაც მე, პირადად, ყოველ წამს ვგრძნობდი და ყოველთვის უწყვეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი. ალბათ, ზუსტად საქმის უსაზღვრო სიყვარული აცამტვერებდა იმ სტრესს, უკიდურესად დაძაბულ გარემოებებში წლობით მუშაობას, რომელსაც მწერალთა სახლის გუნდს კულტურის სამინისტრო უქმნიდა.

დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მწერალთა სახლში იმ უზღვავი საქმისთვის, რაც გააკეთეთ. ეს სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არაა დამშვიდობება. პირიქით, ახალი შემართებით, ერთიანი ბრძოლის დასაწყისია.

ასე ეხმაურება მწერალი, თამთა მელაშვილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. ქეთევან დუმბაძე ქართული ოცნების დეპუტატია. როგორც კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, მას 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…