InSight დასაჯდომი მოდულის მონაცემებით, მარსის ბრუნვა ყოველწლიურად, დაახლოებით, 4 მილიარკწამით ჩქარდება. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა — მარსის დღის ხანგრძლივობას ყოველწლიურად მხოლოდ მილიწამს აკლებს — მაგრამ მიზეზი აშკარა არ არის.

თუმცა აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს მარსისა და მისი წარსული ევოლუციის უკეთ გაგებამდე. ამჟამინდელი ჰიპოთეზები, რომლებიც ხსნის აჩქარებას, ეხება გრძელვადიან ტენდენციებს — როგორიცაა პოლარულ მყინვარულ ქუდებში მასალის დაგროვება — და შიდა ნაწილის დინამიკას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაცემები მოიპოვეს არა სეისმური ჩანაწერებიდან, არამედ InSight's Rotation and Interior Structure Experiment (RISE)-სა და NASA's Deep Space Network on Earth-ს შორის რადიო კომუნიკაციებიდან.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

სიგნალები დედამიწისა და მარსის მოძრაობასა და ბრუნვასთან თანხვედრაში იცვლებოდა, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევდა, დაჰკვირვებოდნენ რადიოტალღების სიხშირის მცირე ცვლილებებს და ზუსტად გაეზომათ მარსის ბრუნვა.

დედამიწასთან Insight-ის კომუნიკაციის 900 მარსულ დღეზე დაყრდნობით, გუნდმა აღმოაჩინა მცირე აჩქარება. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მარსის მასის გადანაწილებასთან. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე პირიქით ხდება: გრძელვადიანი ტენდენციები აჩვენებს, რომ დედამიწის ბრუნვა ნელდება მთვარის "დამუხრუჭების ეფექტის" გამო, რაც ოკეანეების მიზიდვით გადაანაწილებს დედამიწის მასას.

მარსს ოკეანეები არ აქვს, ამიტომ რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს. აჩქარების ყველაზე სავარაუდო მიზეზის დასადგენად მეცნიერებს უფრო ღრმა ანალიზის ჩატარება დასჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.