GEELY Auto-ს წლიურმა ანგარიშმა, 1,5 მილიონი გაყიდული ავტომობილით, კომპანიის დასახულ გეგმებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა
ფოტო: თეგეტა
GEELY Auto Group, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი საავტომობილო ლიდერი ჰოლდინგია, გასული წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. მონაცემები, რომლებიც კომპანიამ გამოიყენა, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
გასათვალისწინებელია, რომ GEELY Auto Group-მა ამ მაჩვენებლების მიღწევა ბაზრის რთული პირობებისა და პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების მიუხედავად შეძლო.
ფინანსური შედეგები ასე გამოიყურება:
- გაყიდვების მთლიანი წლიური მოცულობა — 1,432,988 ერთეული. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით მეტია
- ახალი ენერგიისა და ელექტრიფიცირებული მანქანების წილმა 23% შეადგინა
- შემოსავალი 207 მილიონი USD — 45.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით
- აქციონერების მოგება 74 მილიონი USD — 8,5%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს
- შემცირებული მოგება ერთ აქციაზე 0,50 RMB-ს აღწევს, რაც 6%-ით მეტი წლიური შედეგია
- თავისუფალი ფულადი ნაკადები გაიზარდა 33.7 მილიარდამდე, რაც წინა წელთან შედარებით 20.4%-ით მეტია
ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა და წინა წლებთან შედარებით არა ერთ, არამედ ბევრ სხვადასხვა ასპექტში გააუმჯობესა შედეგები. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბრენდის ზრდას მაღალი სეგმენტის მოდელებმა შეუწყო ხელი.
კომპანიამ ბაზარს ერთი წლის განმავლობაში 1,432,988 მანქანა მიაწოდა. აქედან 252,787 გაყიდული ერთეული სწორედ მაღალი სეგმენტის მოდელები იყო, რაც მთლიანი გაყიდვების 23%-ს შეადგენს. ყოველ თვე, საშუალოდ, 30,000 ერთეული იყიდებოდა და საშუალო გასაყიდმა ფასმა 21 ათას დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, GEELY Auto-მ თავისი ახალი პროდუქტების სერია, GEELY Galaxy, წარმოადგინა, რომელმაც ბრენდის ელექტრიფიცირებულ და ჭკვიან ტექნოლოგიებს გაუსვა ხაზი. კიდევ ერთი სიახლე, რაც წინა წელს კომპანიას ჰქონდა, ბრენდ Geometry-ს შესვლა იყო GEELY Auto-ში. ამან დიდი როლი ითამაშა ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაზრდასა და ბაზრის გააქტიურებაში.
წარმატებულია GEELY Holding-ის სხვა ბრენდებიც
მაგალითად, Lynk & Co-ს ანგარიშებში ჩანს, რომ მან 2022 წელს 180,127 მანქანა გაყიდა და მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია გლობალურ ბაზარზე. 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბრენდის კუმულაციურმა გაყიდვებმა 850 000 ერთეულს გადააჭარბა. ახალმა მოდელმა, Lynk & Co 09, რომლის საბაზრო ფასიც 42 ათასი დოლარია, ბრენდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
რაც შეეხება Zeekr-ს, GEELY-ის გლობალური ელექტროტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ბრენდს, მისი წარმატება დაკავშირებულია Zeekr 001-ის მიწოდების გაზრდასთან, რომელიც მისი 2022 წელს ბრენდის პირველი პროდუქტი იყო. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ 71,941 მანქანა გაყიდა, რითაც საკუთარ გეგმას გადააჭარბა. გაყიდვების გამოცხადებამდე ბრენდის მიზანი იყო, რომ 70,000 მანქანა მაინც გაეყიდა წელიწადში. 47,000-დოლარიანი Zeekr ძვირადღირებული ელექტრომანქანების სეგმენტის ლიდერად იქცა 2022 წელს.
ბრენდმა მალევე გამოუშვა მეორე მოდელი, Zeekr 009, რომლის საშუალო ღირებულებაც 73,000 დოლარი იყო და ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სრულად ელექტრიფიცირებული, მულტიფუნქციური მანქანა.
ექსპორტი
გამოქვეყნებულ ანგარიშებში ექსპორტის შედეგებიც იკითხება. საზღვარგარეთ გაყიდვებმა 194,242 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 72.4%-ით მეტია და ამით მან ინდუსტრიის საშუალო ზრდასაც გადააჭარბა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ლიდერი პოზიციები დაიკავა პროდუქტებმა: Coolray, Azkaraa და Tugella. Lynk & Co-ს მიერ ექსპორტზე გატანილი ელექტრიფიცირებული ავტომობილების პროცენტმა კი 97%-ს მიაღწია.
ევროპა-აზიის ათვისება
2023 წლის მარტის მდგომარეობით, Lynk & Co-მ ოფიციალური სადილეროები გახსნა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ნიდერლანდებში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. ამით მან სტაბილური წლიური გაყიდვები უზრუნველყო ევროპაში.
ბრენდს არც აზია დავიწყებია და ივლისში ისრაელისა და საუდის არაბეთის ბაზრებზე შევიდა. ეს იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი Lynk & Co-ს ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის გლობალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში.
სამომავლო გეგმები
კომპანიის მზარდი შედეგები რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
- კომპანიამ საწარმოებში ენერგოტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა დააჩქარა
- სრულად ელექტრიფიცირებულ, ჰიბრიდულ და მეთანოლის ტექნოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
- დიდი დრო დაეთმო ბატარეების გამოცვლის ოპერაციების შესწავლას
სამომავლო მიზნები GEELY Auto-ს არანაკლებ ამბიციური აქვს — 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი გაყიდვებში 1,65 მილიონი ერთეულია. 2023 წელს GEELY Auto ტექნოლოგიური ინოვაციების, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების ერთგულად რჩება და მისი ხედვა გლობალური გაფართოება, ღრმა სინერგიის შექმნა, მობილურობა და მდგრადი განვითარებაა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები