5 შემთხვევა, როცა ადვოკატებმა საქმის მოგება ინანეს
ალბათ, ყველა ადვოკატის მთავარი მიზანია, სასამართლო თავისი კლიენტის სიმართლეში დაარწმუნოს. მიუხედავად ამისა, თურმე არიან იურისტები, რომელთაც გამამართლებელი განაჩენი მოისმინეს, ახლა კი ამას მწარედ ნანობენ.
Reddit-ზე ადვოკატებმა ის შემთხვევები გაიხსენეს, როცა საქმის მოგება არ გახარებიათ:
1. "სურდა ბავშვებზე მეურვეობის უფლება ცოლისთვის ავეჯზე გაეცვალა"
"განქორწინების საქმეზე ვმუშაობდი. ქმრის მხარეს წარმოვადგენდი, რომელსაც სურდა ბავშვებზე მეურვეობის უფლება ცოლისთვის ავეჯზე გაეცვალა, წარმოგიდგენიათ? ძვირფასი ავეჯიც კი არ ყოფილა. ამ საქმის გახსენება დღემდე ცუდად მხდის. ამ მოგების შემდეგ საოჯახო სამართალს თავი დავანებე".
2. "ნარკოტიკისთვის თანხის მისაღებად მოიტყუა, თითქოს, მის შვილს კიბო ჰქონდა"
"ჩემმა კლიენტმა ჰეროინზე დამოკიდებულების გამო შვილზე მეურვეობა დაკარგა და ციხეში აღმოჩნდა. სასჯელის მოხდის შემდეგ კი მომმართა და მითხრა, რომ ნარკოდამოკიდებული აღარ იყო, ცხოვრების ახლიდან დაწყება და შვილზე მეურვეობის დაბრუნება უნდოდა. მისი ყოფილი ცოლის მხარე იმისთვის იბრძოდა, რომ კაცს მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ, მცირე დროით შესძლებოდა შვილთან კონტაქტი, მე კი კლიენტს ნაწილობრივი მეურვეობა მოვუპოვე. თუმცა, დაახლოებით 3 თვეში კაცი ჰეროინს მიუბრუნდა და ნარკოტიკის ფულისთვის ავეჯის გაყიდვა დაიწყო. ჩემთვის ყველაზე გულსატკენი მაინც ის ფაქტი იყო, რომ დამატებითი თანხის მისაღებად მოიტყუა, თითქოს, მის შვილს კიბო ჰქონდა. ცხადია, მკურნალობისთვის გამოყოფილ ფულს რაშიც დახარჯავდა. ფაქტობრივად, ამ საქმის მოგების შედეგი ის იყო, რომ საწყალ ბავშვს მოუწია ენახა, როგორ მოიხმარდა მამამისი ნარკოტიკს და როგორ იყენებდა მას ფულის საშოვნელად".
3."ძაღლის მეურვეობისთვის იბრძოდა, შემდეგ კი ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარა"
"განქორწინების შემთხვევა მქონდა, როდესაც ქმარი ძაღლის მეურვეობისთვის იბრძოდა, მე კი მის ინტერესებს ვიცავდი. საქმე მოვიგეთ, დაახლოებით ერთ თვეში კი გავიგე, რომ ის ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარა. როგორი საშინელი ადამიანი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. კიდევ კარგი, ვიღაცამ ეს ამბავი ანონიმურად ყოფილ ცოლს შეატყობინა, რომელმაც ძაღლი იქიდან წამოიყვანა".
4. "სასამართლოდან ცოტა ხანში თავისი 8 წლის შვილი გააუპატიურა"
"სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობისას ერთი კლიენტი მყავდა, რომელსაც პოლიცია ბარიდან გაჰყვა, მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და დააკავა. კაცს წინა ნასამართლობები უკვე ჰქონდა, ამიტომ ამ საქმის წაგება ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. სასამართლოზე დავამტკიცე, რომ სანამ პოლიცია მიჰყვებოდა, არც ერთი წესი არ დაურღვევია — არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია, არც წითელ შუქნიშანზე გაუვლია, მსგავსი არაფერი, ამიტომ მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მისი ოჯახი ძალიან მადლიერი იყო, მეც, რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი. რამდენიმე თვის შემდეგ კი გავიგე, რომ სასამართლოდან ცოტა ხანში მან თავისი 8 წლის შვილი გააუპატიურა. ამ საქმეზე ძალიან ხშირად ვფიქრობ".
5. "ზიანის ანაზღაურებაში მიღებული თანხით ნარკოტიკები იყიდა და ზედოზირებით გარდაიცვალა"
"ზიანის ანაზღაურების საქმე მოვიგე. ჩემმა კლიენტმა $5,000 მიიღო. ამ დროს ციხეში იჯდა, ამიტომ მთხოვა, რომ მისი ფული შემენახა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ციხიდან გამოვიდა, მაშინვე ჩემთან მოვიდა და ფული გამომართვა. შემდეგ დღეს პოლიციელებმა მომაკითხეს — ამ ადამიანს თუ იცნობო, მკითხეს. ვუთხარი, კი-მეთქი. წინა ღამით ზედოზირებით გარდაცვლილა. თან მხოლოდ ნარკოტიკები, ნემსი და ჩემი საკრედიტო ბარათი ჰქონდა, რომელიც ფულის გამოსატანად მივეცი".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები