5 გზა, როგორ მივცეთ თავს მეტისუფლება მოგზაურობისას
ფოტო: Pinterest
აი, ზაფხულის ნახევარიც გავიდა. ახლა ზუსტად ის პერიოდია, მზისგან დასიცხულები სანაპიროდან რომ უნდა ვბრუნდებოდეთ, გრილ შხაპს ვიღებდეთ, გემრიელ სადილს მივირთმევდეთ, წინა დღის ფოტოებს ვარჩევდეთ და სიცილ-კისკისით ვგეგმავდეთ საღამოს თავგადასავლებს. ჰო და, რა ან ვინ გიშლის ხელს, იგივე გააკეთო ახლაც? რაიმე "კატასტროფა" ანუ, კატა, რომელიც ლექსებს კნავის, თუ "რემონტე კარლო", ანუ კარლო, რომელიც რემონტს ვერ გისწრებს?
გახსოვს, რა თქვა მარკ ტვენმა? — 20 წლის შემდეგ უფრო ინანებ იმას, რაც არ გაგიკეთებია, ვიდრე იმას, რაც გააკეთეო, ამიტომ მოდი, მიეცი თავს მეტისუფლება. ჩვენ კი ამ სტატიაში იმ 5 რამეზე გიამბობთ, რომელიც ამ ზაფხულს მოგზაურობისას უნდა გაბედო.
1. იყავი ანტი-მგეგმავი
ფოტო: Giph
ალბათ იკითხავ, როგორ თუ, სამოგზაუროდ წავიდე და წინასწარ არაფერი დავგეგმოო? გვესმის, თუ ამ სტატიის ავტორივით მოგზაურობის ყოველი წუთი ექსელში გაქვს გაწერილი ბილეთებით, ბმულებით და გეგმა B-ებით, ამ მისიის შესრულება ცოტა გაგიჭირდება. თუმცა, იყავი ამ ერთხელ სპონტანური, გათიშე გუგლის რუკა, გაუხარე ჭია შენში დამალულ მეამბოხეს და აუცილებლად იგრძნობ თავისუფლებას. ისეირნე უცხო ქალაქის უცხო ქუჩებში, შეიარე კაფეში, რომლის სახელის ამოკითხვა გიჭირს, იხეტიალე ბევრი, თავი ისე იგრძენი, თითქოს აქ აიდგი ფეხი. ამაში საშიში არაფერია — თუ დაიკარგები, არაფერს დაკარგავ, მეტიც — შენს თავს აღმოაჩენ, თანაც ისეთს, როგორსაც აქამდე არ იცნობდი.
2. გახდი თავზეხელაღებული გურმანი
ფოტო: Gip
ცოტა ხნით დაივიწყე ცნობილი ფასტფუდ რესტორნები. დროა, საუცხოოს გაუსინჯო გემო! დაუწესე შენს თავს წარმოუდგენელი გამოწვევები — გასინჯე ყველაზე უცნაური კერძები, რაც კი ოდესმე გაგიგია ან სულაც — არ გაგიგია. აი, კამბოჯაში თუ მოხვდები, ამბობენ, შემწვარი ტარანტულებით გაგიმასპინძლდებიანო, იაპონიაში კი თინუსის თვალებზე შეგიძლია არჩევანი შეაჩერო. კი, ეს კერძები ნამდვილად არსებობს და დელიკატესებადაც ითვლება, მაგრამ ახლა ჩვენც ცოტას ვაჭარბებთ, ძალიანაც ნუ შეტოპავ გასტრო-თავგადასავლებში, თავს გაუფრთხილდი და...
3. გადააგორე დარდები
ფოტო: Giphy
რატომ უნდა იარო ფეხით, როცა შეგიძლია იგორო. არა, არ ვხუმრობთ, თუ მოხვდები რომელიმე პარკში, სადაც აღმართ-დაღმართებია, ბევრი არ იფიქრო — დატოვე მთელი წლის დაგროვებული დარდები რომელიმე ფერდობზე, ღრმად ჩაისუნთქე და ჩახტი ამ დიდ ბუშტში, რომელიც ექსტრემალურ შეგრძნებებს მოგანიჭებს. უკონტროლო კოტრიალის და სიცილ-კისკისის ფონზე მიხვდები, რომ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად არ უნდა შეხედო. მოკლედ, ვფიქრობთ, ავტობუსის ტურით ქალაქის შემოვლაზე უკეთესი ეს იდეაა — ახალ თავგადასავლებში თავით გადაშვება და გორაობა.
4. გაატარე ღამე მუზეუმში
ფოტო: Gi
არა, ძარცვისკენ არ გიბიძგებთ, უბრალოდ, გირჩევთ, იმ იშვიათ მუზეუმებს ესტუმრო, რომელიც დამთვალიერებლებს გვიანობამდე იღებს. წარმოიდგინე, როგორი სიმშვიდის მომგვრელი იქნება, იხეტიალო ხალხისგან დაცარიელებულ ხელოვნების მუზეუმში. ზოგჯერ კულტურის შეცნობისთვის საუკეთესო დრო მაშინაა, როცა სხვებს სძინავთ.
ოღონდ, იმედია, იმ ცნობილი ფილმის არ იყოს, შუაღამის მყუდროებას "გამოღვიძებული" ექსპონატები არ დაგირღვევენ.
5. დაიძინე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ
ფოტო: Giphy
ცოტა ხნით უარი თქვი სასტუმროს პრიალა ნომრებზე, დააფასე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მშვენიერება. იპოვე მყუდრო ადგილი ლაშქრობისთვის, წამოკოტრიალდი ხასხასა ბალახზე, თან დაფიქრდი სამყაროს უსასრულობაზე და ეცადე, დაივიწყო წვრილმანები, რომლებიც მოსვენებას გიკარგავენ. ეს სწორედ ის მომენტია, როცა უნდა გაიაზრო, რომ სანერვიულო არაფერია.
მიეცი თავს მეტისუფლება და წადი სამოგზაუროდ თიბისი დაზღვევასთან ერთად! თიბისი დაზღვევამ ახალი კამპანიით შეგვახსენა, რამდენად აბსურდული მიზეზების გამო გვითქვამს უარი უნიკალური შეგრძნებების, ადგილებისა და თავგადასავლების აღმოჩენაზე. "სიტყვის მონასთან" კოლაბორაციით შექმნილი კამპანიის ფარგლებში, ვიდეოებში "გაცოცხლდა" მიზეზები, რომელთა გამო არასდროს უნდა შეიკავოთ თავი მოგზაურობისგან.
თიბისი დაზღვევა გაუმჯობესებული პირობებით გთავაზობს სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც შენი სიმშვიდის გარანტი იქნება ყველაზე გიჟურ მოგზაურობაშიც კი. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად, ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია.
ფოტო: თიბისი დაზღვევა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები