რამდენიმე გზა უძრავ ქონებაში ფულის ჩადებისთვის
ფოტო: Timur Saglambilek / Pexels
ბევრი ადამიანისთვის უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება სახლის, ან კომერციული ფართის ყიდვასთან ასოცირდება. ერთი შეხედვით ასე არ ჩანს, მაგრამ ქონების ყიდვა და შემოსავლის მიღების მიზნით მისი გაქირავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ გაქირავების პროცესი კარგად მართო და მაქსიმალური სარგებელი მიიღო, ბევრი დრო და ენერგია უნდა დახარჯო.
ამის პარალელურად, უძრავი ქონების სექტორში ფულის ჩადება კონკრეტული კომპანიებისა თუ ფონდების აქციების ყიდვითაც შეგიძლია. ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ საკუთარი კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითი სწორედ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებში (REIT) ინვესტირებაა.
REIT-ს საინვესტიციო ფონდის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ხელმისაწვდომობასა და პორტფელის დივერსიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც წესი, REIT-ები დივიდენდებს იხდიან, რადგან მათ მიმართ არსებობს მოთხოვნა, წმინდა შემოსავლის სულ მცირე 90% გასცენ დივიდენდების სახით. თუ ეს კომპანიები ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ისინი გარკვეული გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
ბოლო ტენდენციების მიხედვით, ანალიტიკოსები ამ REIT-ებით დაინტერესებას გვირჩევენ:
American Tower Corp. (AMT) — ეს ამერიკული უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდია, რომელიც უკაბელო და სამაუწყებლო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფლობს და მართავს. ანალიტიკოსები გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევენ, რომ AMT-ს ყურადღება მიაქციონ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 86,05 მილიარდი დოლარია. ბოლო მონაცემებით, მისი ერთი აქცია 193,23 დოლარად ივაჭრება.
Public Storage (PSA) არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს ეგრეთ წოდებული პირადი საცავის სერვისს სთავაზობს. აქ საუბარია ისეთ სივრცეებზე, რომლებსაც ადამიანები პირადი ნივთების შესანახად ქირაობენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ში ეს ინდუსტრია რეცესიის მიმართ ისტორიულად მდგრადია და ვარაუდობენ, რომ მასზე მოთხოვნა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. კომპანიის ზომა 50,81 მილიარდი დოლარია. არსებული მონაცემებით, Public Storage-ის ერთ აქციას 288,33 დოლარად შეიძენთ.
Simon Property Group Inc. (SPG) — ეს არის ამერიკული უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტიციას სავაჭრო ცენტრებში, აუთლეტ სივრცეებსა და ეგრეთ წოდებული ღია ტიპის სავაჭრო ადგილებში ახორციელებს. როგორც ცნობილია, Simon Property Group აშშ-ში სავაჭრო ცენტრების უმსხვილესი მფლობელია. ბოლო მონაცემებით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 40,47 მილიარდი დოლარია. მისი ერთი აქცია კი 123,00 დოლარად ივაჭრება.
ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ უძრავ ქონებაში ინვესტიციამ და მისმა სწორმა მართვამ შესაძლებელია, დიდი წარმატება მოგიტანოს. მათი თქმით, ამ სექტორში ფულის ჩადება ისეთი დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნაში დაგეხმარება, რომელიც ბაზრის რყევებისგან დაცული იქნება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა D>riveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
კომენტარები