თმის ჭიებს აუცილებელი გენების 30% არ აღმოაჩნდათ და მეცნიერებმა არ იციან, რატომ
პარაზიტებს, რომლებიც მასპინძელი ორგანიზმის გონებას აკონტროლებენ, უცნაური გენები აღმოჩნდათ
წლებია რაც მეცნიერებმა თმის ჭიები გამოავლინეს — პარაზიტები, რომლებიც მასპინძელი ორგანიზმების კოგნიტური შესაძლებლობებით მანიპილირებენ. დიახ, ისინი ცდილობენ ცოცხალი ორგანიზმების გონება გააკონტროლონ.
ახლა, ირკვევა, რომ სპაგეტის მსგავს ორგანიზმებს კიდევ ერთი საინტერესო და უცნაური შესაძლებლობა აქვთ.
როგორც ჟურნალ Current Biology-შია ნათქვამი, თმის ჭიებს გარკვეული გენები არ აღმოაჩნდათ. ეს მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო და ამან ჭიების მიმართებით ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
"რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რაც ძალიან გასაკვირია, ისაა, რომ თმის ჭიებს მოსალოდნელი გენების 30% უბრალოდ არ აქვთ. ეს ის გენებია, რომელიც თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში გვხვდება", — თქვა ტუანა კუნამ, ჩიკაგოს საველე მუზეუმის პოსტდოქტორანტმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.
ჭიების სხეული
თმის ჭია აქამდეც უცნაურ არსებად ითვლებოდა, თუმცა ახლა ეს კიდევ უფრო გასაოცარია.
"ამ ჭიებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მასპინძელი ორგანიზმის ქცევაზე და გააკეთებინონ ის, რასაც ის სხვა შემთხვევაში არ იზამდა", — თქვა კუნამ.
თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ არის ერთადერთი თვისება, რაც მათ გამოარჩევს. თმის ჭიის ორი სახეობის დნმ-ის ნიმუშების ანალიზისა და თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ, კუნამ და მისმა კოლეგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს.
"Cilia არის ორგანელები, უჯრედულ დონეზე არსებული სტრუქტურები, რომელიც ძირითდად ყველა ცხოველში გვხდება, მათ შორის მცენარეებსა და სოკოებში", — აღნიშნა კუნამ.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ თმის ჭიებს არ აქვთ Cilia. მათ უბრალოდ არ გააჩნიათ შესაბამისი მექანიზმი კონკრეტული ორგანელების საწარმოებლად.
შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, როგორ ძლებენ ჭიები იმ ორგანელების გარეშე, რომელიც ფუნდამენტურია.
ეს არის მნიშვნელოვანი თავსატეხი, რომლის ამოხსნასაც შემდგომი კვლევა დასჭირდება. კუნას თქმით, თმის ჭიების გენები სხვა პარაზიტებისას უნდა შეადარონ. ასე ეცდებიან გაიგონ რატოა ასე გამორჩეული თმის ჭია.
კომენტარები