საქართველოში ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა აქუალიამ მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა
ფოტო: GWP
დღეს, 20 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა მმართველმა კომპანია აქუალიამ, პირველი შეხვედრა გამართა.
Aqualia ჯივიპის ისტორიაში პირველი დარგობრივი ინვესტორია, რომელიც წყალმომარაგების მიმართულებით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში — მეცხრეა.
Aqualia ესპანეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონ მომხმარებელს უწევს წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურებას. 2022 წელს Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველ კომპანიად დასახელდა.
GGU ჯგუფის და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და კომპანიის განვითარების დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ ევროპული გამოცდილების მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, ჯივიპიში მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვის შესახებ ისაუბრეს.
"უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს — ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს სამომავლო გეგმა და თითოეული ნაბიჯი ემსახურება! ჩვენ ამჟამად 18 სხვადასხვა ქვეყანაში 43 მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით, მათ შორის — საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ახლა უკვე საქართველოში.
თბილისში, ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ არსებული წყალმომარაგების სისტემისა და მისი პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები. განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არსებული ინფორმაცია, არ იყო საკმარისი, შესაბამისად მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი ჯივიპის და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული", — ამბობს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე, კომპანია წარმოადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზე მზადდება თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.
"Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შეიძინა. კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე დაიწყო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა და აუდიტი. წლების განმავლობაში სისტემის ასეთი დეტალური შესწავლა არ მომხდარა. თითოეული ქუჩის დონეზე მიმდინარეობს პრობლემების იდენტიფიცირება. მოგეხსენებათ, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმართავთ სისტემას, რომლის ნებისმიერი პრობლემა მყისიერად ისახება უამრავ ადამიანზე. სწორედ ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე დარგობრივი ინვესტორის როლი თბილისის წყალმომარაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — აღნიშნავს ზურაბ ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განვითარების დირექტორი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები