როგორ შევარჩიოთ მწიფე საზამთრო — 6 რჩევა
საზამთრო, ნუტრიენტებით მდიდარი ხილი, ზაფხულში ბევრისათვის საყვარელი სასუსნავია.
გარდა იმისა, რომ გემრიელია, მწიფე საზამთროს ჯანმრთელობისთვისაც არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. იგი ბუნებრივი ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა, მათ შორის ლიკოპინის, რომელსაც გულის დაავადებისგან, დიაბეტისა და რამდენიმე ტიპის სიმსივნისგან შეუძლია დაგვიცვას.
საზამთროს სიმწიფის, გემოსა და ხარისხის ზუსტად განსაზღვრა მხოლოდ მისი შეძენისა და გაჭრის შემდეგაა შესაძლებელი. შესაბამისად, შესახედაობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია ხოლმე.
სტატიაში 6 რჩევას მოგცემთ, რომლებმაც ეს საქმე შეიძლება გაგიმარტივოთ:
1. ერთგვაროვანი ფორმის საზამთრო შეარჩიეთ
ყველა საზამთრო სხვადასხვა ზომისა და ფორმის შეიძლება იყოს, შედარებით მრგვალი იქნება ეს, ოვალური თუ უფრო მოგრძო.
მიუხედავად ამისა, ეცადეთ, შერჩეული საზამთრო მაგარი და სიმეტრიული იყოს. არ უნდა ჰქონდეს ამოშვერილი, ჩაზნექილი ან გაჭრილი ადგილები.
მსგავსი ნიშნები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ნაყოფი არასწორად მოირწყო ან დაიმტვერა. გაჭრილი ან ჩაზნექილი ადგილები მწერების ან სოკოს არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს.
2. ასწიეთ საზამთრო და მასა შეამოწმეთ
ტკბილი და მწიფე საზამთრო თავის ზომასთან შედარებით მძიმე უნდა გეჩვენოთ. ჩვეულებრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წვნიანი და წყლით სავსეა. ხილის ჯანსაღ მასას წყლისა და ბოჭკოს შიგთავსი განაპირობებს.
3. დააკვირდით მოყვითალო ლაქას
საზამთროს ამოტრიალების შემდეგ მასზე მოყვითალო ლაქას შენიშნავთ. ეს ის ადგილია, რომლითაც იგი მიწაზე იდო, სანამ მოგლეჯდნენ.
თუ ლაქა დიდი და ყვითელია, ანუ საზამთრო დასამწიფებლად დიდხანს მწიფდებოდა ვაზზე და უფრო ტკბილიც უნდა იყოს.
მეორე მხრივ, თუკი იგი შედარებით მოთეთროა, ანუ ზედმეტად მალე მოწყვიტეს და სიმწიფის პიკისათვის არ მიუღწევია. ეს ხილი მოწყვეტის შემდეგ აღარ აგრძელებს დამწიფებას, ამიტომ უმჯობესია, შერჩეულ რაც შეიძლება ყვითელი ლაქის მქონე საზამთრო შეარჩიოთ.
4. დაარტყით და ხმას დააკვირდით
ხელი დაარტყით და დააკვირდით, რა ხმას გამოსცემს საზამთრო — მეთოდი სუბიექტურია, თუმცა ძალიან გავრცელებულია.
მისი პოპულარობის გამო მკვლევრებმა ვიბრაციის ანალიზიც კი შეიმუშავეს, რომელსაც მართლაც შეუძლია, სიმწიფის გამოვლენაში დაგვეხმაროს.
თუკი საზამთრო მწიფეა, დარტყმისას მას ძლიერი ხმა უნდა ჰქონდეს. თუკი ეს პირიქითაა, სავარაუდოდ, ხილი გადამწიფებულია.
5. შეამოწმეთ, რამდენად მაგარია საზამთრო
საზამთროს სიმტკიცის შემოწმებით ქერქის გამძლეობას აფასებთ.
მწიფე საზამთროს სქელი ქერქი უნდა ჰქონდეს, რომელიც ზეწოლისას მარტივად არ დეფორმირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში ნაყოფი, როგორც წესი, გადამწიფებულია.
ამასთანავე, ფრჩხილით გაკაწვრისას მისი გაჭრა ვერ უნდა შეძლოთ.
6. შეამოწმეთ ყუნწი
საზამთროს ყუნწი ღეროს ის ნაწილია, რომელიც ნაყოფს მოწყვეტის შემდეგ შემორჩა.
თუკი ღერო მწვანეა, სავარაუდოდ, საზამთრო ზედმეტად ადრე მოგლიჯეს და მწიფე არაა. ამის საპირისპიროდ, გამომშრალი, გამხმარი ყუნწი ხილის სიმწიფეზე მიუთითებს.
დაბოლოს, ისიც აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაზიანებული ან გაფუჭებული ხილის მირთმევით ჯანმრთელობა შეიძლება დავიზიანოთ. შესაბამისად, არ შეარჩიოთ საზამთრო, რომელსაც აქვს: მუქი ფერის ლაქები, სამიზნეს მაგვარი ნიშნულები, ჭიებისაგან მიყენებული დაზიანება, მჟავე ან მძაფრი სუნი და ა.შ.
კომენტარები