MIT-ის მეცნიერებმა ბიოლოგებისთვის უსწრაფესი ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს
MIT-ის მკვლევრებმა ჯიმ კოლინზის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს BioAutoMATED — მანქანური სწავლების სისტემა ბიოლოგიის კვლევისთვის. სისტემას შეუძლია შეარჩიოს და შექმნას შესაბამისი მოდელები ძალიან სწრაფად. ამას შეუძლია თვეების სამუშაო რამდენიმე საათზე დაიყვანოს.
"ეს ბიოლოგებისთვის ნამდვილი საჩუქარია. სისტემას კვლევების მნიშვნელოვნად დაჩქარება შეუძლია", — თქვა ჟაკლინ ვალერიმ, კვლევის თანაავტორმა.
"ბიოლოგიის ენა თანმიმდევრობებს ემყარება. ბიოლოგიური თანმიმდევრობები, როგორებიცაა დნმ, რნმ, ცილები და გლიკანები, თავის თავში ინფორმაციას ატარებენ. ეს ერთგვარი სტანდარტიზირებული სისტემაა, როგორც ანბანი. ბევრი ავტონომიური მანქანური სწავლების (AutoML) სისტემა სწორედ ტექსტებისთვისაა შემუშავებული. შესაბამისად, სისტემის ბიოლოგიური თანმიმდევრობების გასაგებად გარდაქმნა შესაძლებელი იყო", — ამბობენ MIT-ის მკვლევრები.
თუმცა, ჩვეულებრივ AutoML სისტემებს მხოლოდ შემცირებული ტიპის მოდელების შესწავლა და გაანალიზება შეუძლიათ.
ამიტომ, მკვლევრებმა სპეციალურად ბიოლოგებისთვის შექმნეს ახალი სისტემა. BioAutoMATED-ს შეუძლია იმის დადგენა, თუ რამდენი მონაცემია საჭირო კონკრეტული მოდელის სათანადოდ შემუშავებისთვის.
"ბიოლოგიისა და მანქანათმცოდნეობის გზაჯვარედინზე ახალი და წარმატებული ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება ძვირი დაჯდეს. თუმცა, შედეგებს ბევრად მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე შეიძლება ჩვენ ეს წარმოგვედგინოს. ამიტომ, კველვითმა ლაბორატორიებმა უნდა განახორციელონ ინვესტიცია მნიშვნელოვან ციფრულ ინფრასტრუქტურაში", — ამბობენ მკვლევრები.
BioAutoMATED ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას აძლევს მკვლევრებს, ჩაატარონ პირველადი ექსპერიმენტები. ამით ისინი სისტემას უკეთ გაიცნობენ და შემდეგ გადაწყვეტენ რამდენად განავითარონ ეს მიდგომა.
კომენტარები