ასტრონომებმა უძველესი ვარსკვლავები აღმოაჩინეს
ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ზომით, ისე ისტორიითა და ასაკით.
და აი ახლა, ასტრონომებმა გალაქტიკის ცენტრში არსებული უძველსი ვარსკვლავები დააფიქსირეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ PIGS-ის გუნდმა ამისთვის რამდენიმე ტელესკოპი ერთდროულად გამოიყენა.
უძველესი ვარსკვლავები
მკვლევრების თქმით, ვარსკვლავები "ნელა ტრიალებენ" გალაქტიკური შიდა ცენტრის გარშემო. ზოგიერთი მათგანი დიდი აფეთქებიდან მალევე გაჩნდა.
"ჩვენ დავინახეთ ვარსკვლავები, რომლებიც ირმის ნახტომის ადრეულ პერიოდში გაჩდნენ. ეს ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ", — თქვა PIGS-ის გუნდის წევრმა დოქტორმა ანკე არენსენმა.
ეს სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე ძალიან ადრეული პერიოდია. გასათვალისწინებელია, რომ სამყარო დაახლოებით 13,7 მილიარდი წლისაა.
უძველესი ვარსკვლავები ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმის შემცველობისაა. მაგალითად, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავი, როგორიცაა ჩვენი მზე, მეტ მეტალს შეიცავს.
ასტრონომები ხშირად იკვლევენ უძველეს კოსმოსურ ობიექტებს. ამ გზით გალაქტიკისა და სამყაროს შესახებ ბევრის გაგება შეიძლება. მეტიც, მსგავსი ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობის გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს ინფორმაცია სამყაროს ადრეული ფაზების შესახებ.
ახალი კვლევა წარმოდგენილი იქნება კარდიფის უნივერსიტეტის ასტრონომიულ კონფერენციაზე.
კომენტარები