როგორ შესრულდა 12 რეკომენდაცია, ქართული ოცნების აზრით
ფოტო: ქართული ოცნება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას — კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
- საქართველოს შემთხვევაში სტატუსის წინაპირობად 12 რეკომენდაციის შესრულება განისაზღვრა.
- ერთი წლის თავზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასა და საზოგადოებას ამ პრიორიტეტების შესრულების ანგარიში წარუდგინა.
დეტალები: კობახიძემ საუბარი მეორე რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას უკავშირდება, ბოლოს მიუბრუნდებოდა.
- ისაუბრა ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლებაზე და განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა, რამაც, მისივე შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია გააძლიერა.
- ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატი მესამე პუნქტზე გადავიდა, რომელიც სასამართლო სისტემას უკავშირდება.
- მიღწევად დაასახელა მოსამართლეების დანიშვნის წესში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც დღემდე არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის კრიტიკის საგანია.
- ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე საუბრისას კი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული უფლებამოსილების ერთ სისტემაში თავმოყრასა და შესაბამისი ბიუროს შექმნაზე.
- თქვა, რომ უწყების ხელმძღვანელი გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცედურით შეირჩა და დაინიშნა.
დეოლიგარქიზაცია: მე-5 რეკომენდაციაზე საუბრისას კობახიძემ ევროკომისიისგან და ევროპული სტრუქტურებისგან მეტი კონკრეტიკა მოითხოვა.
- "გავყევით უკრაინულ მოდელს და პირდაპირ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას", — თქვა მან.
- დასძინა, რომ ამ მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში და უსწრებს როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას.
- განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომებს და ნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ოლიგარქები, შესაბამისად, საჭიროა, იცოდნენ, ვინ არიან ისინი.
- "აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ კვლავაც კონკრეტიკას ევროკომისიისგან და ევროპული სტრუქტურებისგან, რომ მოვახერხოთ სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება".
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა: თქვა, რომ ამ რეკომენდაციას პარლამენტმა უპასუხა ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებით, ახალი პენიტენციური კოდექსითა და ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებებით.
მედიაგარემო: კობახიძეს არ უსაუბრია ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მედიის თავისუფლების გაუარესების ტენდენციაზე, რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ.
- მმართველი პარტიის თავმჯდომარემ რეკომენდაციის შესრულებად მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები დაასახელა.
ადამიანის უფლებები: "ოცნების" დეპუტატმა ისაუბრა ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ორ სამოქმედო გეგმაზე.
გენდერული თანასწორობა: თქვა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
- გამოყო გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციები, ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის კანონსა და სისხლის სამართალში, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზებისთვის და გენდერული კვოტების გახანგრძლივება.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა: განაცხადა, რომ ამ საკითხს პირადად პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უწევდა კოორდინაციას.
- ირწმუნება, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
- "გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას", —თქვა მან.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: შესრულებად დაასახელა საერთო სასამართლოების ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთარი გადაწყვეტილებებისას.
სახალხო დამცველი: კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას "აბულინგებდნენ", დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა 96 ხმით მაინც მოახერხეს.
დეპოლარიზაცია: პირველ რეკომენდაციას მმართველი გუნდის თავმჯდომარე, დაპირებისამებრ, ბოლოს მიუბრუნდა და თქვა, რომ ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი პუნქტია, რადგან სხვადასხვა სუბიექტის ჩართვას მოითხოვს.
- განაცხადა, რომ ოპოზიციას შანსი მისცეს, რომელიც მათ ვერ გამოიყენეს.
- "ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს პარლამენტში, რაც შეეხება ოპოზიციას ეს მათი გადასაწყვეტია, იმედია, მომავალში მათი ქმედებები იქნება კონსტრუქციული".
კობახიძე ირწმუნება, რომ ყველა პრიორიტეტი პრინციპულად შეასრულეს.
- "ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. [...] თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი", — თქვა მან, რის შემდეგაც მედიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები