MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს თეგეტა ჰოლდინგი მოამარაგებს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი დედაქალაქს ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების მიწოდება 2024 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, 2024 წლის 1 აპრილამდე, კომპანია 50 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანს, დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე დაიფარება. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება.
ავტობუსების შემოყვანაზე ხელშეკრულებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თეგეტას შორის 15 ივნისს მოეწერა ხელი. შედეგად, დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები შეემატება.
"ჩვენთვის, როგორც რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, დიდი პასუხისმგებლობაა, კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაში. ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დედაქალაქის მცხოვრებლებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები შევთავაზოთ. MAN-ის 18-მეტრიანი, ევრო 6 ემისიის მქონე ავტობუსები გამორჩეულია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. MAN Lion’s City 18C წლებია, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დადის და მიხარია, რომ მალე ისინი თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდებიან.
თეგეტა უკვე 17 წელია, გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის პარტნიორი და რეგიონში მისი ექსკლუზიური დილერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების პროცესში 2016 წლიდან ვმონაწილეობთ და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონს მივაწოდეთ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები. თეგეტას ენდობიან არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. 2023 წელს ჩავერთეთ სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაში და ერევანს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მივაწოდეთ", — აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
MAN Lion’s City 18C სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და 8 USB დატენის წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.
MAN Lion’s City 18C-ის შემოყვანა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.
თეგეტას 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.
ასევე 2022 წელს EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, თეგეტა ჰოლდინგი ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმირების პროცესში ჩაერთო და სომხეთის დედაქალაქს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მიაწოდა.
თეგეტა 2006 წლიდან გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი, MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული ავტოგიგანტის სტანდარტებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, უპრეცენდენტო მასშტაბის სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება რეგიონული ჰაბი, ყველა იმ სერვისით, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს — Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები