საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ფუდ ალიანსი საწარმოო ხაზის გაფართოებას გეგმავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია ფუდ ალიანსი განვითარებას განაგრძობს და საწარმოო ხაზს ზრდის. მცხეთის რაიონ სოფელ ნატახტარში არსებული საწარმოს გაფართოებისთვის პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 1,5 მილიონი ლარია.
"ჩვენი პროდუქტის მიმართ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წარმადობის გაზრდის მიზნით, სასაწყობე, შეფუთვის, გაგრილების და გადატვირთვების ზონებს ვზრდით. ბანკის ინვესტიციით განვახორციელეთ სამშენებლო სამუშაოები, შევიძინეთ სამაცივრე და საწარმოო დანადგარები. რაც შეეხება ფუდ ალიანსის უკვე არსებულ საწარმოს, ის ნატახტარში, 11 ათასი მ2 მიწის ტერიტორიაზეა განთავსებული, საწარმოს ფართობი გაფართოების გეგმის მიხედვით 30%-ით გაიზრდება", — განაცხადა ნათია ხელაიამ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, ფუდ ალიანსი აწარმოებს ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებულ სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულს, როგორიცაა: ბაგეტი, სენდვიჩი, ქვის პური, კრუასანი, მაფინები და სხვადასხვა დასახელების 80 სახეობის პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი.
"პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ კარფურში, სპარში, ევროპროდუქტში და სხვა ქსელებში. ჰორეკას მიმართულებით ვპარტნიორობთ სხვადასხვა სასტუმროებთან და რესტორნებთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. პროდუქციის გაყიდვების დინამიკა ყოველთვიურად საკმაოდ მზარდია. თვის განმავლობაში საშუალოდ, დაახლოებით 1 მილიონ ერთეულ პროდუქციას ვუკეთებთ რეალიზაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაფართოება. საწარმო 2020 წელს გავხსენით, ამ პერიოდში დაგვემთხვა კოვიდის რეგულაციებით გამოწვეული სირთულეები, თუმცა კომპანიამ წარმატებით გადალახა არსებული გამოწვევები. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. წარმოების პროცესში ვიყენებთ ევროპულ სტანდარტს, გვყავს ფრანგი ტექნოლოგი, რომელიც მუდმივადაა ჩართულია წარმოებული პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის ზრდის პროცესში", — განმარტა ნათია ხელაიამ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.
"კომპანია ფუდ ალიანსმა ფუნქციონირება 4 თანამშრომლით დაწყო და ის დღეს 145 ადამიანს ასაქმებს. რაც მნიშვნელოვანია, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი წეროვანის დევნილთა დასახლებიდან არის. ჩვენი პარტნიორობა სამ წელზე მეტს ითვლის და ის საწარმოს მშენებლობიდან დაიწყო. პირველი ინვესტიცია 6,5 მილიონი ლარს შეადგენდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის განხორციელებისთვის. მას შემდეგ კომპანია ვითარდება. სწორედ იმის გამო, რომ ფუდ ალიანსის პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნაა, საჭირო გახდა საწარმოოო ხაზის გაზრდა. კომპანიის მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება იყო და ჩვენ, როგორც მათი მხარდამჭერი ბანკი, შევეცადეთ ხელი შეგვეწყო ამ მიზნის განხორციელებაში. კომპანიას შორსმიმავალი გეგმები აქვს და სამომავლოდ თანამშრომლობას ექსპორტის მიმართულებითაც ვგეგმავთ", — განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები