ჯენიფერ ლოურენსი ქეთნისის როლზე უარის თქმას პოპულარობის შიშის გამო აპირებდა
ფოტო: Liongate
მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ამბობს, რომ შიმშილის თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებდა. მისი თქმით, ის წარმატება, რაც ცოტა ხნით ადრე გამოსულ მსგავს საგას, ბინდს ჰქონდა, აშინებდა, რადგან მსგავსი პოპულარობა არასოდეს სდომებია.
"ქეთნისის როლზე ლამის უარი ვთქვი, რადგან იმ პერიოდში გამოსული ბინდი მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანებს არ ესმოდათ, რატომ ვყოყმანობდი, მათთვის მიზეზების ახსნა ძალიან რთული იყო. ვფიქრობდი, რომ შიმშილის თამაშებიც ბინდივით პოპულარული გახდებოდა, მე კი მასეთი ცხოვრება არ მდომებია. მინდოდა, კერძო კომპანიებთან მეთანამშრომლა და არა დიდ კინოსტუდიებთან. მინდოდა, კარგ ფილმებში მეთამაშა, მაგრამ არასოდეს მდომებია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი", — აღნიშნავს ლოურენსი.
მსახიობის თქმით, ალბათ, თავს საშინლად იგრძნობდა, მის პირად ცხოვრებაში ისევე რომ ჩარეულიყვნენ, როგორც ეს ბინდის მსახიობების, კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის შემთხვევაში მოხდა, როცა მათ პაპარაცები ყველგან დაჰყვებოდნენ. პატინსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ამის გამო ბინდის გადაღებების პერიოდიდან ძალიან ტრავმული მოგონებები აქვს.
შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც ავტორმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ცნობილი დისტოპიური საგის ეკრანიზაცია 2012 წელს გამოვიდა და მაყურებლის გული მალევე დაიპყრო. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
2023 წლის ნოემბერში შიმშილის თამაშები ახალი ფილმით ბრუნდება, რომელიც კვლავ ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინსის წიგნის მიხედვით იქნება გადაღებული. მას, ისევე, როგორც წინა ფილმებს, რეჟისორი ფრენსის ლოურენსი გადაიღებს. ჯენიფერ ლოურენსის თქმით, თუ ამის შანსი ექნება, ტრილოგიის ახალ ფილმში ქეთნისის როლს სიამოვნებით ითამაშებდა.
ამავე თემაზე:
- ტესტი: გადარჩებოდი თუ არა შიმშილის თამაშებში?
- პანემში ვბრუნდებით — ნახეთ შიმშილის თამაშების ახალი ფილმის ტრეილერი
- The Hunger Games-ში მონაწილეობისთვის წონაში დაკლება მომთხოვეს — ჯენიფერ ლოურენსი
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები