კახა კალაძე

27 Jun. 2023, 11:53

რამდენიმე დღის წინ ერთი ძალიან ცუდი ფაქტის მოწმენი გავხდით: მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე, გახსოვთ აგურის კედელი, სადაც სუროები იყო მწვანე, ძალიან ლამაზად. რამდენიმე დღის წინ ათეულობით სურო დაგვხვდა ძირში გადაჭრილი, რაც ძალიან ცუდია და დამაზიანებელია.

ზოგადად, ქალაქში, სადაც 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ციფრზეა საუბარი?! 600 000-ზე მეტი ავტომობილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი არის ძველი ავტომობილი, 15 წლის ზემოთ, რომელთა დიდ ნაწილს კატალიზატორები საერთოდ არ გააჩნიათ. გამონაბოლქვის თვალსაზრისით უდიდესი პრობლემაა, რასაც ვსუნთქავთ ჩვენ ყველა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები. ის დაავადებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან და თითოეულ ხეს, თითოეულ მცენარეს, თითოეულ პარკს, რეკრეაციულ სივრცეს, გამწვანებულ არეალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

იცის საზოგადოებამ, როდესაც ერთი დაზიანებული, პრობლემური ხის მოჭრა გვიწევს, რამდენი ახსნა-განმარტების გაკეთება უწევს შესაბამის სამსახურებს და როდესაც ვაწყდებით ასეთ ფაქტებს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდია, რადგან თითოეულ ბუჩქს, თითოეულ ხეს, თითოეულ მცენარეს ამ რთულ ვითარებაში, როდესაც 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და ეს რიცხვი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მწვანე სივრცეებსა და რეკრეაციულ არეალებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  4. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  5. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი

თბილისის მერი კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს…