ტიტანიკის უბედური შემთხვევისა და ამ ტრაგედიის მსგავსებით გაოგნებული ვარ — ჯეიმს კამერონი
ტიტანიკის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა, რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომლის მგზავრებიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემართებოდნენ. ოსკაროსანი რეჟისორი, რომელსაც ასევე ოკეანის სიღრმეში ყვინთვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ამ წამოწყებას თან ახლდა.
კამერონმა, რომელიც წყალქვეშა მოწყობილობების დიზაინერიცაა, რამდენიმე წლის წინ ნავი დააპროექტა, რომლის მეშვეობითაც ოკეანეში ტიტანიკზე სამჯერ უფრო ღრმა ადგილას დაეშვნენ. მისი თქმით, როგორც ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს, კარგად ესმის ის უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც მსგავსი ექსპერიმენტების დროს დაცული უნდა იყოს.
"წყალქვეშა ინჟინერიის სფეროში ამ წამოწყებას ძალიან დიდი შეშფოთება მოჰყვა. ექსპერტები წერილებსაც კი სწერდნენ კომპანიას იმის სათქმელად, რომ ასეთ ღრმა ადგილას ტურისტული ნავით ჩასვლა ძალიან სახიფათოა და ამისთვის ჯერ შესაბამისი სერტიფიკატების აღება და მსგავსი პროცედურების გავლა იყო საჭირო", — ამბობს კამერონი ABC-სთან ინტერვიუში
რეჟისორმა წყალქვეშა ნავის ტრაგედიისა და ტიტანიკის ჩაძირვის მსგავსების შესახებაც ისაუბრა. თავად კამერონმა ტიტანიკის გადასაღებად დაახლოებით 30-ჯერ ჩაცურა გემის ფსკერამდე და იმასაც კი ამბობს, რომ ტიტანიკის ბორტზე უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე თავის დროზე თავად გემის კაპიტანს.
"ტიტანიკის უბედური შემთხვევისა და ამ ტრაგედიის მსგავსებით გაოგნებული ვარ. ტიტანიკის კაპიტანი აისბერგის შესახებ არაერთხელ იყო გაფრთხილებული, თუმცა ამის მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა, გეზი არ ეცვალა და უკუნეთ ღამეში გემი სრული სისწრაფით აისბერგისკენ წასულიყო, რამაც უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამ ტრაგედიის შემთხვევაშიც, უამრავი გაფრთხილება იყო გაცემული. ეს ფაქტი უბრალოდ დაუჯერებელია", — აცხადებს რეჟისორი.
კომპანია OceanGate-ის ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. მას შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების პროცესში მაშველებმა ძლიერი ხმაურიც დააფიქსირეს, რომელიც, ერთ-ერთი ვარაუდით, აფეთქებას შეიძლება მოჰყოლოდა. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გაუჩინარებული ტიტანის ყველა მგზავრი გარდაცვლილია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები