ტიტანიკისკენ მიმავალ დაკარგულ წყალქვეშა ნავზე ჟანგბადი იწურება — ძებნა გრძელდება
ფოტო: Getty Images
წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. წყალქვეშა ნავზე 5 ადამიანი იმყოფება და წყალში მისი ჩაშვებიდან მალევე ხომალდთან კავშირი გაწყდა. ამ დროიდან მოყოლებული წყალქვეშა ნავს მაშველები ეძებენ და გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ხომალდის საპოვნელად მასიური ოპერაცია მიმდინარეობს.
გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს რამდენიმე გემი ეძებს, რომლებსაც სპეციალური აღჭურვილობა და ექსპერტები გუნდით თან ახლავს. ზოგიერთ მათგანს იმ ადგილამდე ჯერ არ მიუღწევია, საიდანაც ნავი გაუჩინარდა, რადგან ასეთი გემების გადაადგილებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. პარალელურად კი გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე დარჩენილი ჟანგბადის მარაგი იწურება.
ოკეანის მკვლევრის, ტომ დეტვეილერის თქმით, უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო, რათა მძიმე აღჭურვილობა ტიტანიკის ჩაძირვისა და წყალქვეშა ნავის გაუჩინარების ადგილამდე გადაიტანონ. ეს პროცესი კი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რამდენადაც შესაძლებელია.
ფოტო: Getty Images
"ძალიან შორ მანძილთან და რთულ პირობებთან გვაქვს საქმე. თუ დაფიქრდებით, წყალქვეშა ნავის ამბავი ტიტანიკის ჩაძირვის ისტორიას ძალიან ჰგავს, რადგან მაშველებმა ადგილზე დროულად მიღწევა ვერ შეძლეს", — ამბობს ოკეანის მკვლევარი.
შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავს 2 საათი სჭირდება, რომ ტიტანიკის ნანგრევებიდან წყლის ზედაპირზე ამოვიდეს, ხოლო თუ წყალქვეშა ნავი ახლა წყლის სიღრმეშია, მის ამოყვანასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
ტიტანიკი, რომელიც თავისი დროის უდიდეს გემად მიიჩნეოდა, 1912 წლის აპრილში, აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა. ხომალდი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრებოდა. ჩაძირვის შედეგად, გემზე მყოფი 2 200 მგზავრიდან 1 500-ზე მეტი დაიღუპა. ჩაძირული გემი 1985 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის გამოსაკვლევად არაერთი ექსპედიცია განხორციელდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები