ფანები ფიქრობენ, რომ Spider-Verse-ში გვენ სტეისი ტრანსგენდერი პერსონაჟია
ფოტო: Sony Pictures
Spider-Verse-ის მეორე ნაწილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, უკვე პოპულარობის პიკშია. Spider-Man: Across the Spider-Verse-მა გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ კვირაში 120 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპაიდერმენის ფანებს ანიმაციის მეორე ნაწილი ძალიან მოეწონათ.
გარდა იმისა, რომ ანიმაციამ მაყურებელი მულტისამყაროს მაქინაციებითა და გასაოცარი ვიზუალი კიდევ ერთხელ განაცვიფრა, ფანები კიდევ ერთი დეტალით არიან აღფრთოვანებულები. კერძოდ, Spider-Verse-ის ფანები ფიქრობენ, რომ ანიმაციის პერსონაჟი გვენ სტეისი ტრანსგენდერი ქალია.
ანიმაციის ფანების აზრით, ფილმში რამდენიმე მინიშნებას ვხედავთ, რომელიც გვენ სტეისის გენდერულ იდენტობაზე მიუთითებს. ანიმაციის ერთ-ერთ სცენაში გვენ სტეისის ოთახში ტრანსგენდერი ადამიანების დროშას ვხედავთ და ვკითხულობ წარწერას "დაიცავი ტრანსგენდერი ბავშვები". გარდა ამისა, კიდევ ერთ სცენაში გვენის მამის პოლიციის ფორმაზე მიმაგრებულ ტრანსგენდერი ადამიანების პატარა დროშასაც ვხედავთ. კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ფანების ყურადღებას აქცევენ, ისაა, რომ გვენ სტეისი ანიმაციაში ხშირად ვარდისფერი და ლურჯი ფერებითაა გარშემორტყმული.
ფოტო: Sony Pictures
მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციის შემქმნელებს გვენ სტეისის გენდერული იდენტობის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამთ და ამაზე არც ფილმშია საუბარი, ინტერნეტის ყურადღება ამ მინიშნებებმა მაინც მიიპყრო.
"ტრანსგენდერ მაყურებლებს სრული უფლება აქვთ ჩათვალონ, რომ სტეისი ტრანსგენდერი პერსონაჟია, მაშინაც კი, როცა ფილმები ამას არ ადასტურებენ. ვერავინ უარყოფს, რომ ფილმებში ამაზე არ მიგვანიშნებენ", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
მართალია, ყველა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ გვენ სტეისი ანიმაციაში ტრანსგენდერი შეიძლება იყოს, თუმცა თავად იმ ფაქტს უჭერენ მხარს, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი დაიწყო. "არ მგონია, რომ პერსონაჟი ტრანსგენდერია თუ არა ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც საბავშვო ფილმი, რომელიც ტრანსგენდერ ბავშვებსა და ზრდასრულ მაყურებელს ეუბნება, რომ ამ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან და მათ მხარს უჭერენ", — ამბობს მწერალი და არაერთი კომიქსის ავტორი, ზოი ტუნელი.
სავარაუდოდ, გვენ სტეისის გენდერული იდენტობის შესახებ დებატები კიდევ გაგრძელდება, რადგან Spider-Verse-ის შემქმნელები ანიმაციის მესამე ნაწილის გადაღებასაც გეგმავენ, რომელსაც მომავალ წელს ვიხილავთ.
-
ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
კომენტარები