ირაკლი ღარიბაშვილი

26 May. 2023, 13:30

თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია. როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით.

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდო ფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ, ფაქტები აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე, თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე.

შესაბამისად მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა. ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების ეროვნული და გონივრული პოლიტიკით არაერთ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც ყოველდღე გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან.

ჩვენს მიერ, ასევე, გატარებული მასშტაბური რეფორმები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი, ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

"ბოლოს და ბოლოს აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა ქოცების მხარდამჭერი?" — ასე გამოეხმაურა…