10 სიახლე, რომელსაც წიგნის ფესტივალზე ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა / გამომცემლობა მედუზა / გამომცემლობა დიოგენე
გაზაფხული იწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ლიტერატურის დიდ და მხიარულ დღესასწაულზე ერთმანეთს ისევ შევხვდებით. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) ორგანიზებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე 25-ედ გაიმართება. ღონისძიებას კვლავაც ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე (წერეთლის 118) უმასპინძლებს მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში. ფესტივალი სტარტს 25 მაისს აიღებს და 28 მაისამდე გასტანს.
ტრადიციულად, ღონისძიებისთვის საგანგებოდ ემზადებიან ქართველი გამომცემლები, რომლებიც ერთგულ მკითხველებს უამრავ სიახლეს ჰპირდებიან. ჩვენ კი, ასევე ტრადიციულად, მოკლე საფესტივალო გზამკვლევს გთავაზობთ, რათა მოსალოდნელისთვის შეგამზადოთ და რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზეც მოგიყვეთ.
1. დაიანა უინ ჯონსის ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი
ფოტო: გამომცემლობა მედუზა
საფესტივალო ფასი — 20₾
გამომცემლობა მედუზა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, წლევანდელ ფესტივალზე უკვე არაერთი სიახლითაა წარმოდგენილი. მათგან ერთ-ერთია ცნობილი ინგლისელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის უკვე კლასიკად ქცეული ფენტეზის, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის, ქართული თარგმანი. რომანის ზღაპრული სამყარო ქართულ ენაზე მთარგმნელმა ქეთევან ყანჩაშვილმა გააცოცხლა. 1986 წელს გამოცემულ ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს მკითხველი ყველა თაობაში ჰყავს, მის მიხედვით ჰაიაო მიაძაკის გადაღებული ანიმე კი საქვეყნოდაა აღიარებული.
2. ურსულა კ. ლე გუინის ზეცის ჩარხი
ფოტო: გამომცემლობა მედუზა
საფესტივალო ფასი — 15₾
გამომცემლობა მედუზამ, რომელიც ჟანრულ პროზაზე ფოკუსირდება, არც საი-ფაი დაივიწყა და წლევანდელ ფესტივალზე ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ურსულა ლე გუინის ზეცის ჩარხს წარმოგიდგენთ. წიგნი, რომლის მთავარი გმირი სიზმრების მეშვეობით წარსულსა და აწმყოს ცვლის, ორ პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ჰიუგოსა და ნებულაზე, იყო ნომინირებული. მის მიხედვით გადაიღეს ორი ფილმიც. ზეცის ჩარხი ქართულად ქეთი ჩართოლანმა თარგმნა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესტივალზე გამომცემლობა მედუზას სტენდთან სხვა სიახლეებიც დაგხვდებათ: დებიუტანტი ქართველი ავტორის, გიორგი კვიტატიანის, ფენტეზი რომანი ბრინჯაოს ქალაქი და ნუგზარ აფხაზავას საი-ფაი იანუსი.
3. კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საფესტივალო ფასი — 22,3₾
წიგნის ფესტივალზე უამრავი სიახლით იქნება წარმოდგენილი სულაკაურის გამომცემლობა, რომლის სტენდთანაც, ტრადიციულად, ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველს ელოდებიან. აი, მკითხველები კი უკვე რა ხანია, მკრთალ ლურჯ წერტილს ელოდნენ. გავლენიანი ამერიკელი ასტროფიზიკოსის სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი სეიგანის უკვე თარგმნილი წიგნის, კოსმოსის, ერთგვარი გაგრძელებაა. 1994 წელს გამოცემული წიგნი პოპულარობას დღესაც არ კარგავს და კვლავ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ სამეცნიერო ნაშრომად, რომელიც მარტივი ენით ხსნის, სად არის ადამიანის ადგილი ამჟამინდელ და მომავლის სამყაროში. ტექსტი ქართულად ნოდარ მანჩხაშვილმა თარგმნა.
4. მარი ბექაურის ორ ზღვას შუა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საფესტივალო ფასი — 9,5₾
სულაკაურის გამომცემლობა თანამედროვე ქართული პროზის მოყვარულებსაც ბევრ სიახლეს სთავაზობს. ფესტივალზე დაგხვდებათ ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძისა და ზაირა არსენიშვილის ახალი წიგნები. თუმცა, განსაკუთრებულად შეიძლება აღინიშნოს მარი ბექაურის წიგნი ორ ზღვას შუა, რომელიც ავტორისთვისაც ერთგვარი ექსპერიმენტია. საქმე ისაა, რომ დრამატული და ფსიქოლოგიური ნაწარმოებებით (ანას მომენტი, უხილავი თამაში) ცნობილმა მწერალმა ამჯერად გადაწყვიტა, იუმორისტული მოთხრობები დაეწერა. კრებული ორ ზღვას შუა 14 ასეთ ტექსტს უყრის თავს. ეს კომიკური ამბები კი, ავტორის თქმით, ბევრისთვის სარკე შეიძლება აღმოჩნდეს.
5. ნათია ჯაგოდნიშვილის გადამწვარი ხიდები
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
წიგნის ფასი — 14,95₾
კიდევ ერთი თანამედროვე ქართველი მწერალი და კვლავაც ნაცნობი სახელი — ნათია ჯაგოდნიშვილი ხომ უკვე ორი ბესტსელერის ავტორია. მწერალი, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურს გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულია, მოთხრობებს ადრეული ასაკიდანვე წერდა და აქვეყნებდა. ჯაგოდნიშვილის წინა წიგნები, ცდუნება და შეცდომა, წიგნის მაღაზიებსა თუ ონლაინპლატფორმებზე უკვე დიდი ხანია, პოპულარობას ინარჩუნებენ. მწერლის მორიგი რომანის აღწერაში კი ვკითხულობთ, რომ გადამწვარი ხიდები "დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა". ნაწარმოები 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ახალგაზრდა კაცის "უცნაურ ბედისწერაზე" გვიყვება.
6. ჰანა არენდტის აიხმანი იერუსალიმში
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე
წიგნის ფასი — 22,95₾ (საფესტივალოდ მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)
გამომცემლობა დიოგენემ გასულ წელს გადაწყვიტა, რომ მხატვრული ლიტერატურის გამოცემასთან ერთად არამხატვრულ პროზაზეც ფოკუსირებულიყო და ქართულად აქამდე გამოუქვეყნებელი ან დავიწყებული, მნიშვნელოვანი ტექსტები ეთარგმნა. პრიმო ლევის, ვ. გ. ზებალდის, ფარლი მოუეტის და სხვა ცნობილი ავტორების წიგნები უკვე გამოიცა. ამჯერად კი, დიოგენე კიდევ ერთი დიდი მოაზროვნის, ჰანა არენდტის, უმნიშვნელოვანეს წიგნს გამოსცემს. აიხმანი იერუსალიმში სხვაგვარად ცნობილია, როგორც ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე. ესაა ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედის, ადოლფ აიხმანის, გახმაურებული სასამართლო პროცესის არენდტისეული ანალიზი, რომელიც მოიცავს სიღრმისეულ შეფასებებს ტოტალიტარულ რეჟიმზეც. წიგნის მთარგმნელი თამარ ლომიძე გახლავთ.
7. ანა ბერნსის მერძევე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
საფესტივალო ფასი — 15₾
და, აი, მივადექით ქარჩხაძის გამომცემლობას, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი თანამედროვე ბესტსელერი და პრესტიჟული პრემიების მფლობელი რომანები თარგმნა. ასეთია ანა ბერნსის მერძევეც — ისტორიულ-ფსიქოლოგიური ჟანრის ნაწარმოები, რომელიც პრემიებით დაიხუნძლა; მათ შორის, მიიღო ბუკერისა და დუბლინის ლიტერატურული ჯილდოები. რომანში მოქმედება გასული საუკუნის 1970-იან წლებში, ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება. ისტორიის მთავარი გმირი კი 18 წლის გოგოა, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი კაცისგან თავსმოხვეული ურთიერთობის მსხვერპლია. პირადი ურთიერთობების სიძნელეებთან ერთად კი, ბერნსი სოციოპოლიტიკური ვითარების ინდივიდებზე გავლენის შესახებაც გვიყვება. მერძევე ინგლისურიდან რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა.
8. მეგი ო'ფერელის ჰამნეტი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
საფესტივალო ფასი — 12₾
კიდევ ერთი ირლანდიელი ავტორი ამ ჩამონათვალში მეგი ო'ფერელია. მისმა 2020 წელს გამოცემულმა რომანმა ჰამნეტი, რომელიც უილიამ შექსპირის 11 წლის ასაკში გარდაცვლილი შვილის ამბავს მხატვრულად გვიყვება, აგრეთვე არაერთი პრიზი მიიღო, მათ შორის, ქალთა პრემია მხატვრულ ლიტერატურაში. ისტორიული და ბიოგრაფიული ცნობებით გამდიდრებული ნაწარმოები ბესტსელერად იქცა, მის მიხედვით კი სპექტაკლისა და ფილმის შექმნაც გადაწყდა. რომანის მთარგმნელი თეონა ბითაძეა.
9. აბდულრაზაკ გურნას სამოთხე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
წიგნის ფასი — 27,95₾
წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და ლიტერატურის დარგში 2021 წლის ნობელიანტის ცნობილ რომანს გამოსცემს გამომცემლობა ინტელექტი. ისტორიული ჟანრის ნაწარმოები, რომელიც გურნამ ინგლისურ ენაზე დაწერა, 1994 წელს გამოიცა და ბუკერის პრემიის ნომინანტიც გახდა. რომანში მოქმედება ავტორის მშობლიურ ტანზანიაში, კოლონიალიზმის ეპოქაში ვითარდება. მისი მთავარი პერსონაჟი თორმეტი წლის იუსუფია, რომელსაც მამა ვალების დაბრუნების სანაცვლოდ ვაჭრებს მსახურად ატანს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, დედოფალ ელიზაბეთ II-ის პლატინის იუბილეს აღსანიშნავად, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოცემული 70 საუკეთესო რომანი შეარჩიეს — ჩამონათვალში ერთ-ერთი სწორედ გურნას სამოთხე გახლდათ. წიგნი ქართულად ლალი ყუშიტაშვილმა თარგმნა.
10. ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურის ჩანაწერები
ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი
წიგნის ფასი — 20₾
აი, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე არამხატვრული პროზის, განსაკუთრებით კი, სამოგზაურო ლიტერატურის მოყვარულთათვის. ჯუმბერ ლეჟავას შესახებ ალბათ ყველას სმენია — როგორ შემოიარა ქართველმა კაცმა მთელი მსოფლიო ველოსიპედით. 3 333 დღის განმავლობაში რეკორდსმენი ქართველი მოგზაური 200-მდე ქვეყანას ეწვია და თავისი შთაბეჭდილებები ჩანაწერებში აღწერა. მკითხველს კი მხოლოდ ახლაღა მიეცემა საშუალება, ამ შთამბეჭდავ მოგზაურობას ავტორისეული ხედვითვე გაეცნოს. წიგნი გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა.
თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის. საიუბილეო, რიგით 25-ე ფესტივალისთვის ორგანიზატორები და ღონისძიების მონაწილეები განსაკუთრებულად ემზადებიან. ფორმატიდან გამომდინარე, ყველა გამომცემლობის ყველა სიახლეს ვერ მოვიცავდით სტატიაში. მაგრამ თავად გაქვთ საშუალება, გაეცნოთ გამომცემლობების კატალოგებს, დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს — ამ ყველაფერს ფესტივალის ფეისბუქივენთის გვერდზე შეიტყობთ.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა

კომენტარები