GPB-ს მეურვეობის კანდიდატთა პროგრამები, რომელიც აცდენილია მეურვის ფუნქციებს
ფოტო: GPB / Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად უმრავლესობისთვის შესათავაზებლად სამი კანდიდატი შეარჩია - აკაკი გიგინეიშვილი, გიორგი იაკობაშვილი და ლელა ფირალიშვილი. ამ კანდიდატებს შორის ის პირები მოხვდნენ, ვინც 9-წევრიანი კომისიის წევრების, მინიმუმ, 5 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციები "მაუწყებლობის შესახებ" კანონშია გაწერილი. ამ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს და ამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს. გარდა ამისა, იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
სამეურვეო საბჭოს წევრებისგან განსხვავებით, არხის მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას გადაცემების განთავსების შესახებ, თანამშრომლების აყვანა-გათავისუფლებისა და ა.შ.
მეურვეების წარდგენილმა კონცეფციებმა აჩვენა, რომ კანდიდატები არ იცნობდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ხშირ შემთხვევაში, მენეჯმენტის ფუნქციებში კი იჭრებიან.
On.ge გთავაზობთ მეურვეობის კანდიდატების კონცეფციებს.
აკაკი გიგინეიშვილის კონცეფცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა კონსულტანტმა იურიდულ საკითხებში და საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტმა აკაკი გიგინეიშვილმა, სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში, კომისიის წევრების ყველაზე მაღალი შეფასება, 6 ხმა მიიღო. საკუთარ ხედვებს მაუწყებლის შესახებ ის შვიდ ფურცელში ატევს, რომელიც მოიცავს როგორც ჟურნალისტურ სტანდარტებს, პოზიტიური ამბების გაშუქებასა და ასევე, მაუწყებლის ფინანსურ საკითხებსა და აუდიტორიას.
გიგინეიშვილის კონცეფციის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კვლავ "სალიცენზიო ვალდებულები" აქვს და მიაჩნია, რომ ეს ვალდებულება ისე უნდა შესრულდეს, რომ ტელევიზიის ყურებადობა მაღალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი რწმენით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სალიცენზიო ვალდებულებები აქვს შესასრულებელი, 2015 წლიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა და მას შემდეგ ტელევიზიებს ლიცენზიები აღარ აქვთ.
თუკი მანამდე, გიგინეიშვილი მაღალ "ყურებადობაზე" წერდა, შემდეგ აბზაცში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა ტელევიზიების შედარება რეიტინგის მიხედვით არ უნდა მოხდეს. მეურვეობის კანდიდატს უნდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფრო მეტად განთავსების უფლება ჰქონდეს. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ შესყიდვების კანონი მაუწყებლის მიერ პროგრამების შეძენაზე არ უნდა გავრცელდეს. რეკლამისა და შესყიდვების ნაწილში მეურვეობის კანდიდატისა და არსებული მენეჯმენტის ხედვები ემთხვევა.
"თანამედროვე საინფორმაციო, სამაუწყებლო და მედია ტექნოლოგიების ჩაყენება ევროფასეულობებთან ადაპტირებული ეროვნული თვითმყოფადობის და კულტურული იდენტობის პერმანენტული პოპულარიზაციისა და პროფესიონალური პრეზენტაციის საქმეში," - ასე წარმოუდგენია გიგინეიშვილს საინფორმაციო პროგრამების გენერალური ტაქტიკა.
მეურვეობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა არხებს ტონს უნდა აძლევდენს და არ იყოს "სხვის დაწევის როლში". მისი კონცეფცია მასალის მომზადების სტანდარტებსაც ეხება - რეპორტაჟი უნდა პასუხობდეს კითხვებს: ვინ, სად, რა, როდის, რატომ?
"თამამად (მაგრამ არა გადამეტებულად), პერმანენტულად უნდა აშუქებდეს იმ დადებით ტენდენციებსაც, რასც ადგილი აქვს საზოგადოების ცხოვრებაში. ე.წ. პოზიტივების მიწოდება სათაკილო არ უნდა იყოს," - წერს მეურვეობის კანდიდატი.
მისი აზრით, რეგიონული ბიუროები როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (ვაშინგტონში, ბრიუსელში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ისრაელში...) უნდა გაიხსნას და მასალები უნდა მზადდებოდეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე.
"საინფორმაციო გამოშვება უნდა დაიგეგმოს იმდაგვარად, რომ ყოველი საინფორმაციო გამოშვება, ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად თანდათან ისე უნდა ავითარებდეს დღის თემაზე რომ შეძლებისდაგვარად უნდა იტოვებდეს ცოტ-ცოტა "ინტრიგებს", რომლის კვანძის საბოლოო გაიხსნა უნდა მოხდეს დღის მთავარ საინფორმაციოში, ანუ 20 საათიან მოამბეში," - წერს გიგინეიშვილი კონცეფციაში, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ მოამბე დღეში ოთხჯერ უნდა გავიდეს. თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილებები, კანონმდებლობით, მენეჯმენტის ფუნქციებში შედის.
ის მიიჩნევს, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის გამოსაცოცხლებლად აუცილებელია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ნომერი საჯარო იყოს და 24 საათის განმავლობაში შეიძლებოდეს კომუნიკაცია.
გიორგი იაკობაშვილის კონცეფცია
For.ge-ს მთავარმა რედაქტორმა, ბიზნესინჟინერმა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტმა, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტმა, გიორგი იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია სამ გვერდში ჩაატია. მისი თქმით, არაერთმა კანდიდატმა წარადგინა კონცეფცია და ამიტომ ძნელი ჰგონია რაიმე ახლისა და ორიგინალურის შეთავაზება.
"ცხადია, არ ვამბობ იმას, რომ წარმოდგენილი ერთმანეთის მსგავს კონცეფციებში რაიმე არასწორი იყო. პირიქით, იმიტომაც ჰგავდა ერთმანეთს და იმიტომაც მეორდებოდა ბევრი რამ, რომ ყველაფერი კარგად ეწერა და ამიტომ ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ საქმე და პრობლემა იმ ყველაფრის პრაქტიკულ განხორციელებაში უნდა ვეძებოთ და არა იმაში, რომ სსმ-ს განვითარების კონცეფცია მისი არსებობის რომელიმე ეტაპზე თეორიულად მანკიერი იყო," - წერს მეურვეობის კანდიდატი.
ის აღნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება არ ნიშნავს, რომ "ხელისუფლებას ბრმად უნდა დაემორჩილო". მისი აზრით, პროფესიონალებმა უნდა მართონ და ანგარიში უნდა ჩააბარონ საზოგადოებას.
"კონკურენტებისგან გამორჩეულობა და ობიექტურობა, უფრო ზუსტად კი - კონკურენტებისგან ობიექტურობით გამორჩეულობა - სწორედ იმ ხიბლად უნდა ვაქციოთ, რომელიც მაყურებელს ჩვენკენ შემოაბრუნებს," - აღნიშნავს იაკობაშვილი.
მისი თქმით, მაუწყებელი ცუდ და ძველს უნდა შეელიოს და ახალი და კარგი უნდა დაიწყოს. მაგალითად კი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოჰყავს. მისი თქმით, რუსთავი 2-მა ის გადაცემები მოხსნა ეთერიდან, რასაც რეიტინგი არ აქვს. ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები, რომელებიც სიტყვებს "ცეხი", "შრამი, "სასომხეთი" და ა.შ. იყენებენ მათაც და რედაქტორებსაც ტესტირება ჩაუტარდეთ, შედეგების მიხედვით კი "გაწეული გარჯისთვის მადლობა გადაუხადოს მაუწყებელმა და დაემშვიდობოს."
"სსმ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ადგილად ვერ გამოდგება - უკვე მაღალი კვალიფიკაციის მქონენი უმუშევრები არიან და მათ უნდა დაეთმოთ ასპარეზი," - წერს იაკობაშვილი.
ლელა ფირალიშვილის კონცეფცია
მაუწყებლის მეურვეობის კიდევ ერთი კანდიდატი ფიზიკოსი და ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლელა ფირალიშვილია. მან კონცეფცია ხუთ გვერდში ასახა. კომისიის 9 წევრიდან მხოლოდ ხუთმა დაუჭირა მხარი.
"პოსტინდუსტრიულ კულტურას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ინფორმაციული ექვივალენტების კულტურა. თანამედროვე სამყარო სივრცის აბსოლუტური სატელიზაციის პირობებში კულტურული თუ ეკონომიკური პროცესებით ინფორმაციულ რეჟიმში ცხოვრობს. პოსტკულტურული ეპოქის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ტექნოლოგიური და ინფორმაციული სიახლეები განაპირობებს, ხოლო "სივრცე" ვიზუალურ ნიშანთა სისტემით არის სტრუქტურირებული. ვიზუალური ხატები კულტურის ამ რეჟიმში ახალ დისკუსს იძენენ. ისინი გარკვეულწილად ინფორმაციულ ორეულებს და მათ საკომუნიკაციო ქსელებს ქმნიან," - ასე იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატი კონცეფციაზე საუბარას.
კონცეფციაშივე ფირალიშვილი პირველი არხის შექმნას იხსენებს და მას საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დაარსებას ადარებს. მისი აზრით, სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობით იმ ღირებულებით ნიშნულს უნდა გაუტოლდეს, რომელიც ქართულ საზოგადოებას მის მიმართ აქვს.
კანდიდატის ხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი მიზნებია:
- ერთიანი მულტიმედიური ინფორმაციული ნაკადი უწყვეტი მაუწყებლობით, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისე, მსოფლიოში;
- ინფორმაციული გარემოს შექმნა ადამიანების შემოქმედებითი განვითარებისთვის;
- იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებასა და მათი კულტურის განათლების დონის ამაღლებაზე.
კანდიდატს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, გარე შემოქმედებითი და ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფისთვის პროფესიონალებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი.
-
მეუფე იაკობი: სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! მეუფე იაკობი: სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ!
გადახედვა
-
29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა 29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა




კომენტარები