გიგა ბოკერია

17 May. 2023, 20:31

სანქცირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობა კატასტროფაა [...] ვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დეგრადაცია არ იწყება მაშინვე ასეთი საქციელით, ჯერ იწყება უბრალო ტყუილებით, როცა ერთს იძახი და მეორეს აკეთებ, ეს შეეხება მაგალითად პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს. როცა გუშინ ერთს იძახდი და დღეს მეორეს ამბობ და არც ხსნი, რატომ შეიცვალე პოზიცია, მსგავსი ქმედებები ზოგადად, როცა მოსულა ტყუილი და სიცრუე, შემდეგ ასეთი შემთხვევებით მთავრდება ხოლმე.

დღს,17 მაისს, პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ასარჩევად 29 კანდიდატს სათითაოდ ეყარა კენჭი. მათგან, საბოლოოდ, 3 კანდიდატი შეირჩა. კვორუმისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ტრისტან ბენაშვილი და ზურაბ გურასპაშვილი — 93-93 ხმით, გიორგი გზობავა კი 91 ხმით აირჩიეს. უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც გამოუცხადეს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…