ირაკლი კობახიძე

16 May. 2023, 15:05

რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა. თვალებიდან ამოიკითხა ალბათ მათი ღიმილი. მარტივი სპეკულაციაა. თავის პრობლემები აქვს ამ კაცს და სჯობს, საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს... მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს. ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე რა ილაპარაკა დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ეს ყველაფერი გახსოვთ და ასევე თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზე. ცილისწამების მთელი კასკადი. სამარცხვინო ცილისწამების კასკადი. ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, აწმყოზეც რომ იმავეს აკეთებს, გასაკვირი არ არის. საცოდავი კაცია, სინამდვილეში, ლევან ბერძენიშვილი და ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი, მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის, რომ ის მუდამ ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას ლევან ბერძენიშვილზე, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ლევან ბერძენიშვილმა მეფე ერეკლეზე ისაუბრა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო და დევნიან. იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბერძენიშვილს აკრიტიკებდნენ მმართველი გუნდის წევრებიც. 15 იანვარს, ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში პროფესორს პიკეტით დახვდნენ და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…