ვირთხები ვირტუალურ რეალობაში — მღრნელებმა საგნების გონებით გადაადგილება შეძლეს
მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვირთხებს ვირტუალურ რეალობაში ობიექტების გონებით გადაადგილება ასწავლეს. ვირთხების ეს ტელეკინეზი მეცნიერებს ტვინის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ახალი კვლევა bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.
კვლევას ალბერტ ლი და მისი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ. როგორც New Scientist იტყობინება, მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ, თუ როგორ რეაგირებდა ვირთხების ჰიპოკამპის ელექტრული აქტივობა, როდესაც ისინი სფერული სარბენი ბილიკის თავზე დარბოდნენ.
ამ უცნაური ტელეკინეზის სრული სიღრმეების შესასწავლად, მკვლევრებმა ვირთხებს საშუალება მისცეს, მიჩვეოდნენ ბურთის გადაადგილებას ვირტუალურ გარემოში. თუ ვირთხა ბურთს მაღალ სვეტში გადაიტანდა, მას წყლით აჯილოდოვებდნენ. როგორც კი ვირთხები ექსპერიმენტს მიეჩვივნენ, მკვლევრებმა ბურთები გადამალეს.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ვირთხები დააკავშირეს სპეციალურად შემუშავებულ AI-სთან, რომელმაც ვირთხის ტვინის აქტივობა შეისწავლა. შედეგად, ვირთხები ვირტუალურ რეალობასთან დააკავშირეს. კვლევისას ვირთხებმა ვირტუალურ რელობაში ბურთის გადაადგილება ფიქრით შეძლეს.
AI-მ წარმატებით გამოიყენა მკვლევარების მიერ შექმნილი ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი. ამით დადგინდა ის, თუ სად სურდათ ვირთხებს ობიექტის გადატანა VR გარემოში.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია, მეთოდი ადვილად დაინერგოს ადამიანის შემთხვევაშიც.
მეტიც, ეს აჩენს შესაძლებლობას პარალიზებული ადამიანებისთვის. მსგავსი ინტერფეისის გამოყენებით, პარალიზებული ადამიანები მოწყობილობების გაკონტროლებას შეძლებენ.
კომენტარები