Nvidia-მ ახალ AI ჩიპზე მომუშავე რობოტი წარადგინა, რომელიც ვარსკვლავური ომების პერსონაჟს მოგვაგონებს

ფოტო: Nvidia
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა ახალი რობოტი წარადგინა, რომელიც ვარსკვლავური ომების პერსონაჟს მოგვაგონებს. პროექტის ფარგლებში კომპანიამ Google DeepMind-თან და Walt Disney-სთან ითანამშრომლა.
GTC 2025-ის სცენაზე გამოსვლისას, ჰუანგმა ბლუ (Blue) ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგინა. რობოტს უკვე უწოდეს R2-D2-ისა და WALL-E-ის ჰიბრიდი.
Blue აღჭურვილია ახალი ძრავით, სახელად Newton, რომელიც საშუალებას აძლევს რობოტს შეასრულოს რთული ამოცანები. კომპანიაში ამბობენ, რომ Newton ღია წყაროს სახით ამ წლის ბოლოს ჩაეშვება.
"ეს დაუჯერებელია, ჩვენ ნამდვილ AI რობოტს ვუყურებთ. მას ახლა Nvidia-ს კომპიუტერები აქვს და სწორედ ასე ვაპირებთ რობოტების განვითარებას", — თქვა ჰუანგმა.
ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ Disney-ის ფილმებში რეალური რობოტები გამოჩნდება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ Disney გეგმავს გაუმჯობესებული, რეალისტური რობოტების გამოყენებას თავის პარკებში, მათ შორის Walt Disney World-ში, Tokyo Disneyland-სა და Disneyland Paris-ში. DIsney-სა და Nvidia-ს შორის ეს კოლაბორაცია მნიშვნელოვანია გასართობი ინდუსტრიებისთვის, რათა ასეთ სფეროებში ფუნქციური რობოტები გამოჩნდეს.
კომენტარები