"ოცნება" ღარიბაშვილს კონსერვატორთა ღონისძიებაზე გაჟღერებული ჰომოფობიური და პოპულისტური გზავნილებისთვის აქებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელიც დღეს, 5 მაისს უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციიის ერთ-ერთი სპიკერი იყო, ეს საერთაშორისო ტრიბუნა ჰომოფობიური განცხადებებისთვის გამოიყენა.
რას ამბობენ ოცნებაში: მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას, პრორუს ვიქტორ ორბანს შეასხა ხოტბა, პრემიერმინისტრი საკუთარ ქვეყანაში უკვე თანაგუნდელებმა აქეს.
- დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ფიქრობს, რომ ეს "ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა იყო".
- "პრემიერის გამოსვლაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ბოლო ათწლეულების პერიოდში რამე აკლდა, დღეს დავინახეთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას ქართველ ხალხთან, საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან ერთად".
- მას არ ჩამორჩა მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, "არაფერია იმაზე ეროვნული და ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა". პარტიის აღმასრულებელი მდივნის აზრით, ღარიბაშვილის სიტყვა "სწორედ ამ პათოსით იყო გაჟღენთილი".
- მდინარაძე მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და ორბნის გამართლებაც კი სცადა.
- კერძოდ, ორბანმა თქვა, რომ ღარიბაშვილისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, "როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება".
- მდინარაძე "დარწმუნებულია", რომ ორბანმა ამ სიტყვებში რუსეთის მეზობლად ცხოვრება იგულისხმა.
- ღარიბაშვილის ჰომოფობიის გამართლება სცადა გია ვოლსკიმაც. როგორც ის ამტკიცებს, ღარიბაშვილის განცხადების მთავარი აზრი ის იყო, რომ არც უმრავლესობამ და არც უმცირესობამ არ უნდა გადადგას განზრახ საწინააღმდეგო აქციები, რათა ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს.
- შემდეგ კი ირწმუნება, რომ საქართველოში ნებისმიერი უმცირესობა დაცულია კანონით.
კრიტიკა ოპოზიციისგან: ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ღარიბაშვილს მატყუარა ფარისეველს უწოდებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის ძალაუფლებისთვის და არაფერს ეროვნული ინტერესებისთვის.
- "კონსერვატორები მოატყუა, თითქოს კონსერვატორია და საქართველოში იცავს კონსერვატიულ ღირებულებებს, თითქოს საქართველოში დისკუსიაა ბავშვების გენდერის გამოცვლაზე".
- "იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ბიძინას ტუტუცი ბუდაპეშტშიც ბიძინას ტუტუცია", — ასე გამოეხმაურა გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ღარიბაშვილის გამოსვლას.
- ღარიბაშვილის სიტყვა მორიგ სიყალბედ შეაფასა ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.
- "ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე და აი, ასეთ კარგ რაღაცებზე ბუდაპეშტში საუბარს ურჩევნია, 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ მეორე კვირაა, დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებულები არიან, ღამე ათიონ კანცელარიის წინ. აი, მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე".
რატომ არის მნიშვნელოვანი: კონფერენცია დევიზით — "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ" — ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების მონაწილეობით იმართება, რადგან, როგორც AP წერს, ევროპაში იზოლირებული უნგრეთის პოპულისტური მთავრობა მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებს.
- თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".
- ჰომოფობიასთან ერთად, ღარიბაშვილს არც პოპულიზმი დაუკლია და ტრადიციების, სამშობლოს, ოჯახისა და სარწმუნოების დაცვის მოტივით, არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ელემენტს შეიცავდა.
-
კარგად ნაცნობს იმიტომ, რომ ამ მესიჯბოქსებს კრემლის პროპაგანდისტული მედია არაერთი წელია ავრცელებს, ბოლო წლებში კი ამ ფუნქციას საქართველოში ქართული მარში, ალტინფო და პოსტივი ითავსებენ.
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
კომენტარები