როგორ იზიდავს მწერებს განათება — ახალი თეორია
ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, თუ როგორ იზიდავს ნათურა მწერებს.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ხელოვნური სინათლე მწერების ტვინის მუშაობას აფერხებს და მათ გარკვეულწილად აბრუებს. ეს იმიტომ, რომ მწერები მსგავსი სინათლისკენ სწორი მიმართულებით არ მიფრინავენ, როგორც ეს აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ.
მკვლევრებმა მაღალი გარჩევადობის ტექნოლოგიის გამოყენებით, დაადგინეს, რომ მწერები ნაცვლად იმისა, რომ თავით მიფრინავდნენ ხელოვნური განათებისკენ, პირიქით, ერთგვარად შემოტრიალებულები აკეთებენ ამას.
მკვლელი სიყვარული
New York Times-თან ინტერვიუში მწერების ფრენის ექსპერტმა, ტაისონ ჰენდრიკმა თქვა, რომ ახალი კვლევა მის თეორიასთან თანხვედრაში მოდის.
"ეს არის ის, რაც ხსნის მწერების ასეთ ქცევას. ამით მოვლენის კლასიკური გაგებიდან ვუხვევთ", — განუცხადა NYT-ს ჰენდრიკმა.
აღსანიშნავია, რომ ის თავად არ მუშაობდა კვლევაზე.
მკვლევრების თქმით, ხელოვნური შუქი მწერების ტვინის "ჩაჭერას" ჰორიზონტალურად ახდენს — ეს კი ნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტის პრევენციისთვის უკეთესი იქნება თუ ნათურა ქვემოთ გაანათებს და არა ჰორიზონტალურად.
მკვლევრების თქმით, ნათურა მწერებისთვის ერთგვარი სიყვარულის წყაროა, რომელიც საბოლოოდ მათ კლავს. და ეს გონების არევა ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნათურა ჰორიზონტალურად ანათებს.
კომენტარები