მეცნიერებმა მიკრობების დნმ-ში დამალული 30 000 ახალი ვირუსი აღმოაჩინეს
ერთუჯრედიანი მიკრობების გენომის გაანალიზებისას მკვლევართა ჯგუფმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა: მიკრობების დნმ-ში ათასობით აქამდე უცნობი ვირუსი იყო "დამალული".
მკვლევრები იტყობინებიან, რომ აღმოაჩინეს დნმ შემდგარი 30 000-ზე მეტი ვირუსისგან, რომლებიც ჩაშენებულია სხვადასხვა ერთუჯრედიანი მიკრობების გენომებში. კვლევაში განმარტებულია, რომ ვირუსულმა დნმ-მა შესაძლოა მისცეს მასპინძელ უჯრედს სრული, ფუნქციური ვირუსების რეპლიკაცია.
"არ ველოდით ამდენ ვირუსს თუ მივაგნებდით. ზოგიერთ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ მიკრობის დნმ-ის 10 პროცენტამდე ფარული ვირუსებისგან შედგებოდა", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, კრისტოფერ ბელასმა.
როგორც ჩანს, ეს ვირუსები არ აზიანებენ მასპინძელს. ისინი შეიძლება სასარგებლოც იყოს. ზოგიერთი ახალი ვირუსი წააგავს ვიროფაგებს, ვირუსის ტიპს, რომელიც აინფიცირებს სხვა პათოგენურ ვირუსებს, რომლებიც ცდილობენ მასპინძელი უჯრედის დაინფიცირებას.
"ის თუ რატომ გვხვდება ამდენი ვირუსი მიკრობების გენომებში, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენი ყველაზე ძლიერი ჰიპოთეზა ისაა, რომ ისინი იცავენ უჯრედს საშიში ვირუსებისგან", — ამბობენ მკვლევრები.
დედამიწაზე სიცოცხე ვირუსებთან ბრძოლასა და თანაცხოვრებას მოიცავს. ვირუსები ერთობლივად აინფიცირებენ ყველა სახის სიცოცხლის ფორმას. ისინი ძალიან მრავალფეროვანია, იყენებენ რა სხვადასხვა ტაქტიკას მათი მასპინძლების დასაინფიცირებლად.
მიუხედავად სემანტიკური დებატებისა იმის შესახებ, არის თუ არა ვირუსები ცოცხალი, ფაქტია, ისინი, სხვა ცოცხალ არსებებში აღწევენ. ზოგი მრავლდება მასპინძელ უჯრედში დნმ-ის დამატებით და მისი გენომის ნაწილი ხდება.
როდესაც ეს ჩანასახოვან უჯრედში ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ენდოგენური ვირუსული ელემენტები (EVEs), ან ვირუსული დნმ, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა მასპინძელ სახეობაში.
მეცნიერებმა EVE-ები ორგანიზმების ფართო სპექტრში აღმოაჩინეს, მათ შორის ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში. მაგალითად, ძუძუმწოვრები თავიანთ დნმ-ში ატარებენ სხვადასხვა ვირუსულ ფრაგმენტებს და ადამიანის გენომის დაახლოებით 8 პროცენტი შედგება უძველესი ვირუსული ინფექციებისგან.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა აღარ არის ფუნქციური და ითვლება "გენომურ ნამარხებად". კვლევებმა აჩვენა, რომ EVE შეიძლება იყოს ადაპტირებული ადამიანებში და სხვა ორგანიზმებში. თუმცა, ისიც შესაძლოა, რომ ეს თანამედროვე ვირუსებისგან თავის დაცვაში დაგვეხმაროს.
საინტერესოა, რომ თუ ვიროფაგი უკვე ბინადრობს მასპინძელ უჯრედში, მას შეუძლია გადააპროგრამოს მავნებელი ვირუსი საკუთარი თავის გამრავლების ნაცვლად ვიროფაგების შესაქმნელად, რაც პოტენციურად გადაარჩენს მასპინძელს.
ახალი კვლევის თანახმად, ახლად აღმოჩენილი ვირუსების დნმ ვიროფაგის დნმ-ის მსგავსია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიკრობებს თავის დაცვა, მათ გენომებში "ჩაშენებული" ვირუსების წყალობით შეუძლიათ.
მიკრობების დნმ-ში დამალული ათასობით ახალი ვირუსის აღმოჩენა ბელასისა და მისი კოლეგების თავდაპირველი მიზანი არ იყო. ისინი გეგმავდნენ შეესწავლათ ვირუსების ახალი ჯგუფი, რომელიც აღმოაჩინეს გოსენკელეზეს წყლებში, ალპური ტბის ავსტრიის შტატში, ტიროლში.
"თავდაპირველად პოლინტონის მსგავსი ვირუსების წარმოშობის გარკვევა გვინდოდა. თუმცა, არ ვიცოდით, რომელი ორგანიზმები ინფიცირდებიან ამ ვირუსებით. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი კვლევა მიკრობების შესამოწმებლად და აი ასეთი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ", — თქვა ბელასმა.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები