როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი — კვლევა
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ საბოლოოდ გაარკვიეს, თუ საიდან გაჩნდა წყალი დედამიწაზე.
როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია აღწერილი, პირველადი წყალი შესაძლოა წყალბადით მდიდარი ატმოსფეროს მაგმა ოკეანეებთან შეჯახებით წარმოქმნილიყო. ეს მოვლენები პლანეტის ჩამოყალიბებისას ხდებოდა.
"ეგზოპლანეტების შესწავლამ მეტი გაგება მოგვცა იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია, როდესაც ახალგაზრდა პლანეტის ატმოსფერო მდიდარია მოლეკულური წყალბადით. ეს მათი განვითარების პირველი რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ხდება. საბოლოოდ წყალბადი იფანტება, მაგრამ ის ერთგვარ ანაბეჭდებს ტოვებს ახალგაზრდა პლანეტის შემადგენლობაზე", — თქვა კვლევის თანაავტორმა ანატ შაჰარმა.
წყლის ნიშნები
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ კლდოვანი პლანეტები, როგორიცაა დედამიწა, წარმოიქმნება მზის გარშემო მტვრისა და გაზის შედეგად, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება. ეს პლანეტის საშენლი მასალები დროსთან ერთად ცხელდება, ერთიანდება, ზომაში იზრდება და უზარმაზარ მაგმა ოკეანეებს წარმოქმნის.
პირველყოფილი ბურთის, რომელიც საბოლოოდ დედამიწად იქცა, ყველაზე მკვრივი მასალა საბოლოოდ ბირთვისკენ ჩაიძირა. გაციებასთან ერთად წარმოიქმნა ჩვენი პლანეტის განსხვავებული ფენები.
ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე საინტერესო მინიშნება იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა წყალი დედამიწაზე. მათ ეს პლაეტების შემადგენლობის შესწავლით შეძლეს.
მკვლევართა მოდელების მიხედვით, ეს ურთიერთქმედება საკმარისი იქნებოდა, მაშინაც კი, თუ მასალა სრულიად მშრალი იქნებოდა.
სიცოცხლის ნიშნები
თუმცა, შეკითხვები კვლავ რჩება და მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება იყოს წყლის წარმოქმნის მხოლოდ ერთი გზა.
"ეს არის ჩვენი პლანეტის ევოლუციის მხოლოდ ერთი შესაძლო ახსნა, მაგრამ ის მნიშვნელოვანია და დედამიწის ფორმირების ისტორიას ხსნის", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები